ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოს მთავრობის ახალი საერთაშორისო პროგრამა "  მუზა"


ეთერშია რადიოსადგური ამერიკის ხმა და ყოველკვირეული ახალგაზრდული გადაცემა. დღეს ვესაუბრებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილეს პროგრამების დარგში ქალბატონ ბელა წიფურიას, რომელიც სამინისტროს მიერ დაწესებული ახალი საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამის შესახებ ისაუბრებს. პროგრამა-კონკურსის მიზანია საქართველოში უცხოელი მეცნიერები, პოლიტიკის მკვლევარები, მთარგმნელები და ლინგვისტები მიიწვიოს. მათ კი საქართველოში ჩატარებული კვლევების შემდეგ, ნამუშევრები უცხოეთის ქვეყნებში უნდა გამოაქვეყნონ. ამჯერად, საქართველოს მთავრობა კონკურსში გამარჯვებულთათვის ფულად პრემიებსაც აწესებს. მიუხედავად იმისა, რომ პროექტი სულ ცოტა ხანია რაც დაარსდა, ამ სიახლის შესახებ უკვე გაიგეს ამერიკის ცნობილ უნივერსიტეტებში, საკვლევ ინსტიტუტებსა თუ საინფორმაციო საშუალებებში, რაც, როგორც ჩანს, საქართველოში აკრედიტირებული უცხოეთის საელჩოების დამსახურებაცაა. მოვუსმინოთ ქალბატონ ბელა წიფურიას:
XS
SM
MD
LG