ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოს მთავრობის მიერ ორგანიზებული გრანდიოზული დღესასწაულები


დღეს გიორგობაა და აჭარის, ასე ვთქვათ გათავისუფლების, კიდევ ერთი მშვიდოაბიანი რევოლუციის თარიღი.

ამ თარიღის აღსანიშნავად, მთელი ქართული ხელისუფლება, დღეს ბათუმში იმყოფება და გრანდიოზული დღესასწაულისათვის ემზადება. ეყრება საფუძველი თავისუფლების მონუმენტს, იგეგმება უზარმაზარი დ მარვალფეროვანი კონცერტი და ა.შ. ერთი სიტყვით ცხადია, რომ საქართველოს ახალ მთავრობას ძალიან უყვარს დღესასწაულები, უყვარს ზეიმების მოწყობა და ამისათვის არც დროს იშურებს, არც ენერგიას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია არც ფინანსებს.

მაგალითად 26 მაისისათვის, უცნობია რომელმა ჩინოვნიკმა, მაგრამ ცნობილია რომ ოფიციალური მიპატიჟება მიიღო ისეთმა ვარსკვლავმა, როგორიც არის ჯენიფერ ლოპესი. არ ვიცით, საბედნიეროდ თუ საუბედუროდ, მაგრამ ჯეილომ ისეთი ჰონორარი და პირობები მოითხოვა, რომლის დაკმაყოფილებაც შეშინებული ბიზნესმენების გაღებული თანხებითაც კი ვერ მოხერხდა და ეს საუკუნის პროექტი სამომავლოდ გადაიდო.

და ბოლოს, იმის შესახებ თუ რამდენად უყვარს თანამედროვე ქართულ ნომენკლატურას საზეიმო განწყობის შექმნა, სხვადასხვა დღესასწაულებთან დაკავშირებით. ამ შემთხვევაში კომუნისტების მიერ ორგანიზებულ ე.წ. “პარადებთან” ძალიან დიდი მსგავსებაა.

მაგალითად გასული წლის 23 ნოემბერს, რევოლუციის ორო წლისთავზე და გიორგობაზე, მათი ინიციატივით და ხარჯებით საქართველოში ეროვნული გმირის, ემიგრაციაში გარდაცვლილი ქაქუცა ჩოლოყაშვილის ნეშთი ჩამოასვენეს და მთაწმინდის პანთეონის მიწას მიაბარეს. ჩამოსვენება იმდენად პომპეზური იყო, რომ გულგრილს, ვერც ერთ პატრიოტს დატოვებდა.

პომპეზურობის დიდოსტატი მთავრობა, ამ მომენტში მისი პროფესიონალიზმის კულმინაციას აღწევდა, არავინ იშურებდა პატრიოტული პათოსით გაჯერებულ სიტყვებს. ერთი სიტყვით ქაქუცა ჩოლოყაშვილის ჩამოსვენება ვარდების რევოლუციის 2 წლისთავის იუბილეს აღსანიშნავად, არნახული, სენტიმენტალურ-ჰეროიკული სულისკვეთებით იყო შესრულებული. მაგრამ გადის 6 თვე და ირკვევა, რომ ეროვნული გმირის საფლავზე მიწა ისეა მიყრილი, როგორც გუშინ დაკრძალული რიგითი მოკვდავის სასაფლაოზე. ქაქუცა ჩოლოყაშვილის შვილთაშვილი გურამ ხუნწარია ამბობს. გურამ ხუნწარია _ მოლოდინის შეგრძნება მაქვს, რომ რაღაც უნდა გაკეთდეს აქ. საზოგადოების დიდი ნაწილიც ასეა, ყველა გვეკითხება, რა და როდის უნდა გაკეთდეს საფლავზე. ყველას აინტერესებს და კითხულობს, როდის გაკეთდება საფლავი და მიიღებს ისეთივე მოკრძალებულ და სადა სახეს, როგორიც საფრანგეთში, ლევილის სასაფლანოზე ქონდა. ცხადი ხდება, რომ ქართული მთავრობის მიზანი, მხოლოდ მოჩვენებითი დღესასწაულების მოწყობაა, რომელსაც შინაარსი, ნამდვილი მიზანი არ გააჩნია, ეს მხოლოდ ერთჯერადი, ძვირადღირებული შოუებია, რომელიც სინამდვილეში იმ ერთი კონკრეტული დღისთვის კეთდება და არა უფრო შორი მომავლისათვის. სამწუხაროდ ჩვენ მხოლოდ ის წუთი გავღელვებს და არა ამ წუთის მომავალი.

XS
SM
MD
LG