ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქართული ოპოზიცია  ხელისუფლების შეცვლის მექანიზმის შემუშავებას იწყებს!


არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციამ დაახლოებით ერთი თვის წინ ოპოზიციურ პარტიებთან შეხვედრები-კონსულტაციები დაიწყო. მათ უკვე გამართეს შეხვედრები ახალ მემარჯვენეებთან, ლეიბორისტებთან, პარტია `თავისუფლებასთან~. შეხვედრების მიზანი, მათივე თქმით, ავტორიტარიზმის გზაზე შემდგარ ხელისუფლებასთან ურთიერთობების ჩამოყალიბებაა. არასამთავრობოები და ოპოზიცია ადგილობრივი არჩევნების ბოიკოტსაც არ გამორიცხავენ, ვინაიდან მათივე განცხადებით ერთპარტიული ცსკ, საარჩევნო კოდექსი და სხვა ფაქტორები, ოპოზიციას არანაირ შანსს არ უტოვებენ არჩევნებში წარმატებას მიაღწიოს. ამიტომ ყველამ ერთად ფიქრი კონსოლიდაციაზე დაიწყეს. თუ კონსოლიდაციას მიაღწიეს, შესაძლოა მათ ვადამდელი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების საკითხი დააყენონ. _ მაგრამ! ხელისუფლების შეცვლის უფლება არ უნდა მივცეთ არც სოროსს, არც ანტისოროსს – განაცხადა დღეს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარემ, ბაჩუკი ქარდავამ არასამთავრობოებთან შეხვედრაზე. საზოგადოება ანტისოროსი, მოგეხსენებათ, რამდენიმე თვის წინ იგორ გიორგაძემ დააარსა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ბაჩუკი ქარდავას გავესაუბრე.

ბaჩუკი ქარდავა: "არასამთავრობო სექტორმა პოლიტიკურ პარტიებთან ერთად უნდა შევიმუშავოთ ერთიანი პოზიცია თუ რა ნაბიჯები უნდა გადადგას ქართველმა ხალხმა, პოლიტიკურმა სპექტრმა, რათა ქვეყანაში ვითარება უკეთესობისკენ შეიცვალოს. _ თუ ჩვენ მოვახერხეთ ერთ პოზიციაზე შეთანხმება, შეიძლება ვადამდელი საპარლამენტო არჩვენების საკითხიც დავაყენოთ. ვინაიდან თუ კიდევ დიდი ხანი გაგრძელდა ის პოლიტიკური ფონი, რაც დღეს ქვეყანაშია, შეიძლება ჩიხში აღმოვჩნდეთ. ძირითადად ჩვენი მიზანია იმ მექანიზმის შემუშავება, რომლის მეშვეობით შესაძლებელი იქნება მშვიდობიანი პოლიტიკური მეთოდებით დღევანდელი ხელისუფლების შეცვლა. რაც აუცილებლად გამოიწვევს იმ ვითარების შეცვლასაც, რა ვითარებაშიც მოაქცია ხელისუფლებამ ჩვენი ქვეყანა."

XS
SM
MD
LG