ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანის ბირთვული ამბიციები, მსოფლიოს საზოგადოებრიობისათვის აშკარა გამოწვევას წარმოადგენს


პრეზიდენტ ბუშის თანახმად რომ ირანის ბირთვული ამბიციები, მსოფლიოს საზოგადოებრიობისათვის აშკარა გამოწვევას წარმოადგენს.

პრეზიდენტი ბუში ამბობს, რომ ირანის ბირთბული ამბიციები, მსოფლიოს საზოგადოებრიობისათვის აშკარა გამოწვევას წარმოადგენს.

ვაშინგტონში, ამერიკელ ებრაელთა კომიტეტის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, პრეზიდენტმა თეირანს, საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ რეპრესიების გატარებაში, ტერორიზმის დაფინანსებაში, რეგიონის დესტაბილიზაციაში და ისრაელის მიმართ მუქარაში დასდო ბრალი.

ბატონმა ბუშმა განაცხადა, რომ ამერიკა გააგრძელებს ამ საშიშროებების წინააღმდეგ მსოფლიოს დარაზმვის მცდელობის პოლიტიკას.

„ჩვენს პირველი მიზანს ერთიანი გეგმის შემუშავებაა. ჩვენი, ჩვენი ევროპელი მოკავშირეების, რუსეთისა და ჩინეთის მიზანს ირანისათვის ბირთვული იარაღის შექმნაში ხელის შეშლა წარმოადგენს.”

ბუშის გამოსვლამდე რამდენიმე საათით ადრე კი, გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წაევრები, ირანის ბირთვული პროგრამის წინააღმდეგ რეზოლუციის გეგმის ირგვლივ სასაუბროდ, პირველად შეიკრიბნენ.

ბრიტანეთისა და საფრანგეთის მიერ წარდგენილი და ამერიკის მხარდაჭერის მქონე რეზოლუციის ეს გეგმა, ირანის წინააღმდეგ სანქციების განხორციელებას ზოგადად არ უარყოფს, მაგრამ სამხედრო და ეკონომიკური სანქციების გამოყენებას მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში ითვალისწინებს.

გაეროში ირანის წარმომადგენელმა ჯავად ზარიფმა განაცხადა, რომ რეზოლუცია კრიზისის გამოწვევის პროვოკაციას წარმოადგენს.

XS
SM
MD
LG