ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაერო, ამერიკელთა მიერ ტერორიზმში ეჭვმიტანილთა წამების საკითხს განიხილავს


იმ ფაქტის გამო, რომ გაეროს წამების აკრძალვის კომიტეტმა, ამერიკელთა მიერ ტერორიზმში ეჭვმიტანილთა წამების საკითხის განხილვა დაიწყო, შეერთებული შტატები თავის მართლებას იწყებს.

დღეს ჟენევაში მიმდინარე მოსმენისას, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე, ადამიანის უფლებების დაცვის დარგში ბარი ლოვენკრონმა განაცხადა, რომ ამერიკა ადამიანის წამებას ნებისმიერ შემთხვევაში ეწინააღმდეგება.

გაერო ყურადღებას ძირითადად ვაშინგტონის მიერ წამების მცნების ინტერპრეტაციაზე, დაკავების მეთოდებზე და გასაიდუმლოებული საპყრობილეების არსებობაზე გაამახვილებს.

გუშინ ევროპის პარლამენტმა დაიწყო ამერიკელების მიერ ტერორიზმში ეჭვმიტანილთა, ევროპის გავლით საიდუმლოდ ტრანსპორტირების ბრალდების განხილვა. ადამიანის უფლებების დამცველი ჯგუფები აცხადებენ, რომ დაკავებულები აღმოსავლეთ ევროპაში მდებარე გასაიდუმლოებულ ციხეებში გადაყავდათ და იქ მათ მიმართ წამების მეთოდებს იყენებდნენ.

XS
SM
MD
LG