ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ ვიცე პრეზიდენტი დიკ ჩეინი რუსეთს აკრიტიკებს


აშშ ვიცე პრეზიდენტი დიკ ჩეინი რუსეთს აკრიტიკებს სხვა ქვეყნების წინააღმდეგ ენერგო ბერკეტების გამოყენებისა და რუსეთში სამოქალაქო უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვისათვის.

ასეთი განცხადებები, ბატონმა ჩეინიმ დღეს ლიტვის დედაქალაქში გაკეთებული გამოსვლისას გააკეთა ბალტიისპირეთის და შავი ზღვის ქვეყნების კონფერენციაზე.

ჩეინიმ რუსეთი უკრაინისთვის გაზის მიწოდების შეფერხებაში დაადანაშაულა. მან თქვა რომ სარგებელს ვერავინ იღებს, როცა გაზი და ნავთობი შანტაჟის ან მანიპულაციის წყარო ხდება.

ჩეინიმ ასევე ბრალი დასდო ბელორუსის ხელისუფლებას ადამიანის უფლებების შეზღუდვისთვის, და დაკავებული აქტივისტების გათავისუფლებისკენმ მოუწოდა.

დღევანდელ კონფერენციაზე ასევე სიტყვით გამოვიდა საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც რუსეთი ეკონომიკური და პოლიტიკური დაბრკოლებებისთვის დაადანაშაულა.

ვილნიუსის შეხვედრის მონაწილეები დღეს ევროკავიშრისა და ნატოს გაფართოების პრობლემებზე მსჯელობდნენ, და ასევე რეგიონში დემოკრატიული რეფორმების გატარებისა და ეთნო კონფლიქტების მოგვარების მნიშვნელობაზე.

XS
SM
MD
LG