ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების მოწყობაში ბრალდებულ ზაქარიას მუსავის უვადო პატიმრობa მიუსაჯეს.


დღეს, ვაშინგტონის მახლობლად მდებარე სასამართლომ, 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის მოწყობაში ბრალდებულ, ალ-ყაიდას წევრს, 37 წლის ზაქარიას მუსავის უვადო პატიმრობის განაჩენი ოფიციალურად გამოუტა.

უვადო, აპელაციის უფლების გარეშე განაჩენ, დღეს ფედერალურმა მოსამართლემ ლინი ბრაინკიმა, გუშინდელ 12 მსაჯულის მიერ გამოტანილ ვერდიქტზე დაყრდნობით გამოაცხადა. ამ ვერდიქტმა მუსავი სიკვდილით დასჯას გადაარჩინა.

მაროკოში დაბადებული მუსავი საფრანგეთის მოქალაქეა. სასჯელს იგი კოლორადოს შტატში მდებარე მაქსიმალური სიმკაცრის რეჟიმის საპყრობილეში მოიხდის.

პროცესის მიმდინარეობისას მუსავი შეერთებულ შტატებსა და ალ-ყაიდას ტერაქტების მსხვერპლებს წყევლიდა. გუშინდელ ვერდიქტს იგი ტაშით შეხვდა და განაცხადა, რომ ამერიკამ წააგო, რადგანაც მას სიკვდილის განაჩენი ვერ გამოუტანა.

პრეზიდენტმა ბუშმა აღნიშნა, რომ პროცესი სამართლიანად მიმდინარეობდა და ვერდიქტი სამწუხაროდ ისეთია, რასაც ალ-ყაიდა უდანაშაულო ამერიკელების მიმართ არასდროს არ მიიღებდა.

XS
SM
MD
LG