ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბალკანეთის ევროკავშირთან თანამშრომლობის ორ დღიანი შეხვედრა თესალონიკში


ბალკანეთის სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებმა დღეს უმაღლესი დონის შეხვედრა გახსნეს. შეხვედრა ბალკანეთის ევროკავშირთან დაახლოების საკითხებს განიხილავს.

მონაწილეობენ ალბანეთი, ბოსნია-ჰერცეგოვინა, ბულგარეთი, ხორვატია, საბერძნეთი, მაკედონია, რუმინეთი, სერბეთი და თურქეთი. მოლდოვას დამკვირვებლის სტატუსი აქვს. თესალონიკის შეხვედრა ორ დღეს გასტანს.

საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დორა ბაკოიანისმა ხაზგასმით აღნიშნა რეგიონალური თანამშრომლობის გააქტიურების მნიშვნელობა. განსახილველ საკითხთა შორის ასევე არის რეგიონში ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხიც. აღსანიშნავია, რომ მონაწილეთა შორის საბერძნეთი უკვე ევროკავშირის წევრია, ბულგარეთი და რუმინეთი კი ბლოკს სავარაუდოდ 2007, 2008 წლებში შეუერთდებიან.

XS
SM
MD
LG