ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაერო ირანის რეზოლუციაზე მუშაობს


პარიზში მიმდინარე შეხვედრაზე ევროპელმა დიპლომატებმა გაეროს რეზოლუციის პროექტი შეიმუშავეს.

დოკუმენტი ირანს ურანის გამდიდრების პროგრამის შეჩერებას მოსთხოვს. რეზოლუცია პირველად გუშინ ექვსი ქვეყნის წარმომადგენლის თანდასწრებით იქნა წარმოდგენილი. შეხვედრაში მონაწილეობდნენ დიპლომატები აშშ-დან, ჩინეთიდან და რუსეთიდან. ამ დოკუმენტით თეირანს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მოთხოვნების დაკმაყოფილებას მოსთხოვენ. რუსეთი და ჩინეთი, არ თანხმდებიან თეირანის წინააღმდეგ დამსჯელი ზომების გატარებას, ორივე ქვეყანას გაეოს უშიშროების საბჭოში ვეტოს უფლება აქვს.

გაეროში აშშ ელჩმა ჯონ ბოლტონმა განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში თუ რეზოლუციას ვეტოს დაადებენ, მაშინ ირანის წინააღმდეგ სანქციების დაწესების მიზნით ვაშინგტონმა შესაძლოა საკუთარი კოალიცია შექმნას.

XS
SM
MD
LG