ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყის პარლამენტი დღეს პირველად შეიკრიბა


დეკემბრის არჩევნების შემდეგ ერაყის პარლამენტი დღეს ბაღდადში პირველ სხდომას მართავს.

სხდომისას ერაყელმა კანონმდებლებმა ახალი კომიტეტის შექმნის შესახებ მსჯელობა გადადეს. ამ ფონზე, სუნიტი პოლიტიკოსები სწორედ კონსტიტუციაში არსებული რამდენიმე დებულების შესწორებას ცდილობენ, მათ შორის რეგიონალური მთავრობების ფორმირების დებულებისა.

ერაყის ოფიციალური პირების ინფორმაციით კამიკაძემ თავი აიფეთქა ქალაქ ფალუჯაში არსებულ პოლიციის ახალწვეულთა ცენტრთან. დაიღუპა 15 ადამიანი, დაშავდა 20.

ფალუჯა, როგორც იცით ძირითადად სუნიტებით დასახლებული ქალაქია. აქ საკმაოდ აქტიურობენ სუნიტი მეამბოხეები.

XS
SM
MD
LG