ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკელი სენატორი ჯოზეფ ბაიდენი ერაყში ეთნიკური ავტონომიების შექმნას მოითხოვს.


შეერთებული შტატების სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრმა, დემოკრატმა სენატორმა ჯოზეფ ბაიდენმა განაცხადა, რომ ერაყში ეთნიკური ავტონომიების შექმნა ქვეყნის სტაბილურობას და ქვეყნიდან ამერიკული სამხედრო კონტინგენტის დიდი ნაწილის გამოყვანას შეუწყობს ხელს.

სენატორის წინადადებით, ერაყის სუნიტებს, შიიტებსა და ქურთებს საკუთარი საქმეების გადაწყვეტის უფლება უნდა მიეცეთ, ხოლო ქვეყნის საზღვრების დაცვა და საგარეო ურთიერთობები კი ბაღდადის ცენტრალური ხელისუფლების ხელში უნდა დარჩეს.

სტატია ბაიდენის წინადადების შესახებ, რომელიც ბოსნიის მაგალითს ეყრდნობა, დღეს გაზეთ ნიუ იორკ თაიმსში დაიბეჭდა. გეგმაში აღნიშნულია, რომ ამერიკის მხრიდან ბაღდადის დახმარება, ერაყში ქალებისა და უმცირესობების უფლებების დაცვიდან გამომდინარე უნდა ხდებოდეს. ბატონი ბაიდენი, აგრეთვე პრეზიდენტ ბუშს, 2008-ა წლისათვის ამერიკული სამხედრო კონტინგენტის ძირითადი ნაწილის, ერაყიდან გამოყვანის გეგმის დასახვისაკენ მოუწოდებს.

XS
SM
MD
LG