ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საპროტესტო აქცია ‘’ერთი დღე იმიგრანტების გარეშე’’


დღეს ამერიკაში მცხოვრებმა არალეგალმა იმიგრანტებმა საყოველთაო გაფიცვა გამოაცხადეს, შეერთებული შტატების კონგრესზე ზემოქმედების მიზნით საიმიგრაციო კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის თაობაზე.

‘’ერთი დღე იმიგრანტების გარეშე’’- ასეთი ლოზუნგით მიმდინარეობს დღევანდელი ბოიკოტი, რომლის დროსაც არალეგალი იმიგრანტები არ გავლენ სამუშაოდ, მათი შვილები არ წავლენ სკოლებში, მათი ოჯახის წევრები არ ივაჭრებენ მაღაზიებში, რათა ამერიკამ ყურადღება მიაქციოს ამ ქვეყანაში მცხოვრები 11 მილიონი ადამინის პრობლემებს, რომლებსაც არანაირი ოფიციალური საბუთები არ გააჩნიათ. ნიუ ჯერსის, როდ აილენდის, ორეგონის და პენსილვანიის შტატებში საპროტესტო დემონსტრაციები ამ შტატებიდან არჩეულ კანონმდებლებს იმიგრანტების მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ.

ნიუ იორკში ათასობით მუშა შეუერთდება ამ დემონსტრაციას მაღაზიის გამყიდველებთან, რესტორნის ოფიციანტებთან და სხვა იმიგრანტებთან ერთად. თუმცა ზოგიერთები შიშობენ, რომ ამან შეიძლება უარყოფითი რეაქციაც გამოიწვიოს ამერიკულ საზოგადოებაში და იმიგრანტებს მოუწოდებენ სამუშაოს დამთავრების შემდეგ გამოვიდნენ საპროტესტო დემონსტრაციაზე.

XS
SM
MD
LG