ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯენიფერ ლოპესი მეტ ფულს ითხოვს ქართული ღვინის რეკლამისათვის


საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთში ქართული ღვინოების აკრძალვის შემდეგ მსოფლიოს ყურადღების მიპყრობის მიზნით ამერიკელი ვარსკვლავი ჯენიფერ ლოპესი დაპატიჟა თბილისში.

სახელგანთქმულ ამერიკელ მომღერალს , მოცეკვავეს და კინომსახიობს 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ კონცერტში მონაწილეობისათვის 500 ათასი დოლარი შესთავაზეს. მაგრამ ქალბატონმა ლოპესმა გაცილებით მეტი თანხა მოითხოვა და როგორც ჩანს მიუღებელი პირობები წამოაყენა, ამიტომ ეს ღონისძიება ჩაიშალა. საქართველოს ხელისუფლებას კი იმედი ჰქონდა, რომ ამ გზით ქართული ღვინის რეკლამირებას შეუწყობდა ხელს მსოფლიო ბაზარზე.

XS
SM
MD
LG