ქვეყნის ახალი პრემიერ-მინისტრი ნეპალის კონგრესის თავმჯდომარეა, რომელიც წამყვან როლს თამაშობდა შვიდი ოპოზიციური პარტიის მიერ ორგანიზებულ საყოველთაო გაფიცვებში.
ნეპალის შვიდპარტიული ალიანსის წარმომადგენლის გოპალ მან შრესტას განცხადებით:” ახლა დიდი მნიშვნელობა ენიჭება მეამბოხეებისთვის ცეცხლის შეწყვეტის წინადადებას ახალი მთავრობის მხრიდან.”
ნეპალის პოლიტიკურმა პარტიებმა მაოისტებთან არაოფიციალურ შეთანხმებას ჯერ კიდევ ერთი წლის წინ მიაღწიეს აბსოლუტური მონარქიის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის შესახებ.