ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საემიგრაციო პოლიტიკის რეფორმა: საყოველთაო დემონსტრაციები დაიწყო


დღეს ვაშინგტონში, ისე როგორც ამერიკის სხვა დიდ ქალაქებში, საყოველთაო დემონსტრაციები მიმდინარეობს. საპროტესტო გამოსვლები ორგანიზებულია იმ დამოუკიდებელი ჯუგფების, და არალეგალური იმიგრანტების მიერ, რომლებიც ამერიკაში საემიგრაციო პოლიტიკის რეფორმირებას ეწინააღმდეგებიან, ყოველ შემთხვევაში რეფორმის იმ სახეს, როგორი შინაარსითაც ამერიკის სენატი დღესდღეობით იხილავს საემიგრაციო პოლიტიკის საკითხს.

რეფორმით კი უმრავლესობა არალეგალური მოსახლეობისათვის ლეგალური სტატუისის მინიჭებას გულისხმობს, და სწორედ ამ ტიპის ცვლილებას უჭერს მხარს ვაშინგტონის ქუჩებში გამოსული ათასობით, და მილიონობით ადამიანი.

დღესდღეობით ამერიკაში 11 მილიონი არალეგალრუი იმიგრანტია, აქედან უმრავლესობა ლათინური ამერიკის ქვეყნებიდან არის. ამერიკის საემიგრაციო სამსახურების მონაცემებით, მდოგმარეობა საკმაოდ მძიმეა, როცა ყოველთვიურად, ასობით ათასი ადამიანი მექსიკიდან არალეგალურად, ნებართვის გარეშე გადმოჭრის საზღვარს ამერიკაში. ამერიკის კონგრესში ამჟამად ახალი საკანონმდებლო ინიციატივა იხილება, რომელიც ამ პრობლემას მიემართება.

ამერიკელი კანონმდებლები თანხმდებიან იმაში, რომ საზღვრის კონტროლი უნდა გამკაცრდეს, თუმცა მათ კონსენსუსი ვერ მიუღწევიათ იმ საკითხის გარშეემო თუ რა ზომები უნდა გატარდეს იმ ეგრეთწოდებული არალეგალური იმიგრანტების წინააღმდეგ, რომელბიც ყოველგვარი იურიდიული სტატუსის გარეშე უკვე ამერიკაში იმყოფებიან. სენატი იხილავს წინადადებას, რომელიც ამ ხალხს საშუალებას მისცემს განცხადება შეიტანოს მთავრობის მიერ შექმნილ დროებითი საცხოვრებლის და სამუშაოს მიღების უფლებაზე.

ცოტა უფრო ადრე, კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც არალეგალურ იმიგრანტებს დამნაშავეებად აცხადებს. ამ კანონს დასამტკიცებლად სენატის მხარდაჭერა სჭირდება, რის შესაძლებლობასაც დღეს ქუჩაში გასული დემონსტრანტები აპროტესტებენ.

ლათინური ამერიკისდან ჩამოსული მოსახლეობის წარმომადგენელი უმსხვილესი ორგანიზაცია ლა რასას თანამშროელი ფლავია ჰიმენესი, აცხადებს, რომ არალეგარლუი იმიგრატები, რომლებიც მილიონებს შეადგენენ ამერიკაში, წლების მანძილზე მუყაითად შრომობდნენ, რაც ეკონომიკას პირდაპირ ასაზრდოებდა. მისი განცხადებით: “ნებართვის გარეშე მილიონობით მოსახლე ამ ქვეყანაში წლების მანძილზე ჩრდილში ცხოვრობდა, და საქმეს აკეთებდა. ჩვენ მეტად გვაშფოთებს წარმომადგენელთა პალატის ასეთი გადაწყვეტილება.” აპრილის დასაწყისში, დაახლოებით 1 მილიონი ადამიანი ამერიკის უდიდესი ქალაქების ქუჩებში იგივე მიზეზით გამოვიდა. თუმცა დღეს დემონსტრანტთა რაოდენობა გაცილებით დიდია-მათი მიზანი მშვიდობიანი გზით წარმომადგენელთა პალატის გადაწყვეტილების გაპროტესტებაა.

ამერიკის საემიგრაციო რეფორმის ორგანიზაციის წამომადგენელი ჯეკ მარტინი, რომელიც არალეგალური იმიგრანტების წინააღმდეგ ილაშქრებს აცხადებს: “ჩვენი აზრით, ასეთი ამნესტია არასწორი გადაწყვეტილება იქნება. ყველამ უნდა იცოდეს, რომ ამერიკაში უკანონოდ შემოსული ადამიანი ვერც სამუშაოს იშოვის, და ძალიან ცუდ სიტუაციაში აღმოჩნდება, რაც თავის ქვეყანაში დაბრუნებით დამთავრდება. “ ჯეკ მარტინი თვლის რომ სენატი მხარს დაუჭერს წამომადგენელთა პალატის გადაწყვეტილებას ასეთი კანონის წინააღღმდეგ. რამეთუ მისი განცხადებით, ასე სურს ამერიკელი ამომრჩევლის უმრავლესობას.

თუმცა ჩვენ ჩვენის მხრივ დავსძენთ, რომ ამერიის მთავრობა ალბათ პოლიტიკურად უფრო მეტ წინდახედულობას გამოიჩენს, და შეაფასებს იმ რეალობას, რომლის თანახმად დღევანდელი დმეონსტრანტები და მათი ოჯახები, ასეთე მილიონეობით მათი მსგავსი ამ ქვეყანაში, სულ ცოტა ხანში ამერიკელი ამომრჩევლის ახალ და ძლიერ ნაწილს შექმნიან.

XS
SM
MD
LG