ირანის ხელისუფლებამ უარი განაცხადა რუსეთის მოწოდებაზე ურანის გამდიდრება შეაჩეროს, თუმცა თანახმაა მოკლე ვადით გაეროს ბირთვული ინსპექტორები დაუშვას ქვეყანაში.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლავროვი ტელეფონით დაუკავშირდა ირანელ კოლეგას, მანუჩერ მოთაკის, და თეირანს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდა საერთაშორისო ნდობის აღდგენის მიზნით.
ლავროვმა თეირანს ასევე გაეროს ბირთვულ სააგენტოსთან თანამშრომლობის რჩევა მისცა.
თეირანში, კი ამ დროს ირანელი სპეციალისტები აცხადებენ, რომ ურანის გამდიდრების სამუშაოები გაგრძელდება თუმცა გაეროს ატომური სააგენტოს ინსპექტორებს ქვეყანაში შესვლის საშუალება ექნებათ თუ უშიშროების საბჭო ირანის წინააღმდეგ დაწყებულ პროცესს შეაჩერებს.