ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნავთობზე ფასების ზრდა, ალტერნატიული ენერგიის მოპოვების ძიებას აჩქარებს


პრეზიდენტმა ბუშმა საკუთარი გეგმა ალტერნატიული საწვავის ასოციაციას წარუდგინა. ეს ის ჯგუფია, რომელიც ალტერნატიური ენერგიის გამოყენებას უჭერს მხარს. პრეზიდენტმა თქვა, რომ ამერიკის დამოკიდებულება ნავთობის იმპორტზე ქვეყანას დიდ პრობლემებს უქმნის.

"ნავთობზე დამოკიდებულება ეროვნული უშიშროების პრობლემას წარმოადგენს. უნდა გვახსოვდეს, რომ ამერიკაში მოხმარებადი ნავთობის 60-ცი პროცენტი უცხოეთიდან შემოდის”, თქვა პრეზიდენტმა. ნავთობის იმპორტირების ნაწილი საკმაოდ არასტაბილური ქვეყნებიდან ან რეგიონებიდან ხდება, რაც ფასების ზრდას გარკვეულად უწყობს ხელს, ასევე აღნიშნა პრეზიდენტმა.

ნავთობზე ფასების ზრდის შეჩერებისა და უფრო მეტი ადგილობრივი ნავთობის მოპოვების მცდელობით პრეზიდენტმა ბუშმა გარემოს დაცვის მიზნით არსებული ზოგი კანონის მოქმედება შეაჩერა. იგი აგრეთვე ქვეყნის სტრატეგიულ რეზერვში, ნავთობის შენახვის არსებულ პროცედურასაც ცვლის. "რეალობა გვკარნახობს, რომ მომავალში, ჩვენი ავტომობილების საწვავად ნავთობის რომელიმე სხვა ალტერნატივა ვიხმაროთ", სთქვა პრეზიდენტმა და მან ასეთ ალტერნატივად ბიოდიზელი და ეთანოლი დაასახელა.

ორეგონის შტატის ქალაქ პორტლენდში მდებარე ავტომაღაზია გრინ აი, ანუ მწვანე თვალი, ბიოდიზელზე მომუშავე ავტომობილებით ვაჭრობს. მაღაზიის მფლობელების თქმით, ბენზინზე ფასის ზრდიდან გამომდინარე ახლა ისინი მეტ მანქანას ყიდიან. ბიოდიზელი ამერიკაში ადგილობრივად წარმოებადი, ალტერნატიული საწვავია დიზელზე მომუშავე ძრავებისაძვის. მას სოიოს ან სხვა მცენარეული ზეთებისგან ამზადებენ. ინდიანას შტატში მსოფლიოს ყველაზე დიდი ბიოდიზელის საწარმო შენდება. აი რას ამბობს ინდიანის გუბერნატორი მიჩ დენიელსი. “ჩვენი ეკონომიკის აღორძინების სტრატეგია რამდენიმე ნაწილისგან შედგება. მათგან ერთ-ერთს სოფლის მეურნეობა წარმოადგენს. ხოლო თავად სოფლის მეურნეობის აღორძინების მთავარი სტრატეგია კი ალტერნატიული საწვავის წარმოებაა.”

კერძო ბიზნესები, მათ მიერ ნავთობის გამოყენებით მიღებული ნაწარმის ალტერნატიულ ნედლეულიდან მიღებას ლამობენ. ახლა მისურის შტატის ერთ-ერთ მანუფაქტურაში, თეფშებსა და ჯამებს უკვე კირქვის გადამუშავების შედეგად მიღებული მასალისაგან ამზადებენ. ეს ახალი ნაწარმი ნავთობის გადამუშავების შედეგად მიღებული პლასიკის მშვენიერ ალტერნატივას წარმოადგენს. ასევე მისურიში მდებარე საფეიქრო ფაბრიკა, ტანსაცმელს სიმინდის ბოჭკოსაგან ამზადებს. ალტერნატიული საწვავის ძიების პარალელურად, გრძელდება მათი ძიებაც ვინც ნავთობზე ხელოვნურად ფასის ზრდის გამოწვევით უკანონო გზით მოგება ნახა.

პრეზიდენტმა ბუშმა განაცხადა, რომ ფასების არალეგალურად მანიპულირების საკითხს რამდენიმე სახელმწიფო ორგანიზაცია იძიებს.

XS
SM
MD
LG