ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყის შემდეგ კონდოლიზა რაისი სოფიაში ჩადის


აშშ სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი ერაყის შემდეგ ნატოს წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლებთან შესახვედრად ორ დღიანი ვიზიტით სოფიაში ჩაფრინდა.

სავარაუდოდ იგი ასევე ხელს მოაწერს შეთანხმებას, რომლის ძალითაც ამერიკელ სამხედროებს საშუალება ექნებათ ბულგარული სამხედრო ბაზები გამოიყენონ. სოფიის ქუჩებში უკვე შეიკრიბნენ ამ შეთანხმების მოწინააღმდეგე დემონსტრანტები. აქტივისტები ამ საკითხის ირგვლივ რეფერენდუმის ჩატარებას მოითხოვენ. ნატოს ოფიციალურ პირთა განცხადებით, კონდოლიზა რაისთან დაგეგმილი შეხვედრები ალიანსის წევრებს შორის პარტნიორობის საკითხებს და სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობის ასპექტებსაც შეეხება.

XS
SM
MD
LG