ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გალში ქართული ენა იკრძალება?


ქართული საზოგადოება უკიდურესად აღაშფოთა ინფორმაციამ, გალის რაიონში, სადაც მოსახლეობის 90%-ი ქართველია, ქართულ ენაზე სწავლების შესაძლო აკრძალვის შესახებ. ეს საკითხი დღეს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს პლენარულ სხდომაზეც განიხილეს. განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის, ნოდარ გრიგალაშვილის განცხადებით, რამდენიმე დღის წინ აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა გალის რაიონის ქართული სკოლების დირექტორები დაიბარეს და განუცხადეს, რომ 12 მაისს სოხუმში დე-ფაქტო მთავრობის სხდომა გაიმართება, რომელზეც განათლების საკითხს განიხილავენ. აღნიშნულ შეხვედრაზე ქართული სკოლების დირექტორებს ურჩიეს – დათანხმდნენ იმაზე, რომ 1 სექტემბრიდან გალის რაიონის ყველა ქართულ სკოლაში სწავლება რუსულ ენაზე გადავიდეს. ტოლერანტული მენტალიტეტის მქონე ქართველებისთვის ეს ნონსენსია!. საქართველოში სომხები, აზერბაიჯანლები, უკრაინელები, რუსები განათლებას თავიანთ ენაზე ღებულობენ, თავად ქართველებს საკუთარ სამშობლოში ამას უკრძალავენ! რა მექანიზმები არსებობს საერთოდ და კერძოდ, თბილისმა რა მექანიზმებს უნდა მიმართოს, რომ სეპარატისტების აღნიშნული განზრახვა არ და ვერ განხორციელდეს. ამ კითხვით პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარეს, ნოდარ გრიგალაშვილს მივმართე, რომელმაც თქვა: .._ როცა ესა თუ ის სეპარატისტული ხელისუფლება ცდილობს დაასახიჩროს ერთიანი სხეული სახელმწიფოსი, ამის საწინააღმდეგოდ არსებობს ორი გზა: ერთი – კაცობრიობის მიერ ნაცადი, გზა ომისა, მეორე – ძლიერი სახელმწიფოს ჩამოყალიბება.’’ მაგალითად ნოდარ გრიგალაშვილმა გერმანია მოიყვანა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ გამარჯვებულმა საბჭოთა კავშირმა ორად გაყო. ,,_ როცა დასავლეთ გერმანია ძლიერ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა, აღმოსავლეთ გერმანიას ოცნებად ექცა შეერთებოდა მას. ჩვენ ომის გზას აფხაზებთან გამოვრიცხავთ. საქართველოს სახელმწიფოებრიობა უნდა შედგეს. ეს არის მთავარი გარანტი იმისა, რომ აფხაზეთის დაბრუნება დაკავშირებული იქნება მხოლოდ დროის ფაქტთან.’’ ,, _ ქართულ ენასთან დაკავშირებით აფხაზები მყისვე მოეგენ გონს. როგორც კი ჩვენ ავტეხეთ განგაში, რომ ამის გაკეთება გასცდება საქართველოს პრობლემატიკას და საერთაშორისო საზოგადოებრიობა არავის აპატიებს 21-ე საუკუნეში საკუთარ სამშობლოში საკუთარ მოქალაქეებს აეკრძალოს მშობლიურ ენაზე განათლების მიღება ეს ფაშიზმის გამოვლინებაა, რომელსაც დაგმობს მთელი მსოფლიო. აფხაზები მიხვდნენ ამას და დღეს უკვე აცხადებენ, რომ ჩვენი გალაშქრება იყო უსაფუძვლო. ძალიან კარგი ასე რომ ამბობენ, ჩვენ გვირჩევნია სწორედ ასე იყოს.’’

ელენე ბარათაშვილი, თბილისი

XS
SM
MD
LG