ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანის პრეზიდენტი ეჭვობს გაეროს მიერ მისი ქვეყნის წინააღმდეგ სანქციების შემოღების რეალურობას


ირანი აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ გაეროს მიერ სანქციების შემოღების შემთხვევაში საერთაშორისო ატომურ სააგენტოსთან ყოველგვარ კონტაქტს გაწყვეტს.

ირანის ბირთვულ საკითხებთან დაკავშირებული მოლაპარაკებების მთავარი შუამავალი აცხადებს, რომ თეირანი მის წინააღმდეგ გაეროს მიერ სანქციების შემოღების შემთხვევაში საერთაშორისო ატომურ სააგენტოსთან ყოველგვარ კონტაქტს გაწყვეტს.

დღეს თეირანში მოწყობილი პრესკონფერენციის მსვლელობისას ბატონმა ლარიჯანიმ აგრეთვე აღნიშნა, რომ ქვეყნის წინააღმდეგ სამხედრო დარტყმის განხორციელების სემთხვევაში, ირანს ბირთვული ობიექტების გასაიდუმლოება ძალუძს.

გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ, ბირთვული პროექტის შეჩერების მოთხოვნის ირანისავის მიცემული ბოლო ვადა მომავალ პარასკევს იწურება.

ამერიკის ელჩმა გაეროში განაცხადა, რომ უშიშროების საბჭო ირანის ბირთვულ პროგრმაზე მუშაობის ლეგალურად შეწყვეტის იძულების რეზოლუციის მიღებას იხილავს. თუმცა უშიშროების საბჭოს მუდმივმა წევრებმა რუსეთმა და ჩინეთმა ირანის წინააღმდეგ სანქციების შემოღების წინააღმდეგ უკვე გამოთქვეს საკუთარი პოზიცია.

XS
SM
MD
LG