ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნეპალში ათასობით ადამიანი მეფის დამარცხებას ზეიმობს.


ნეპალის მეფის გიანენდრას მიერ, ქვეყნის პარლამენტის ხელახალი შექმნის გადაწყვეტილების მიღების საზეიმოდ, ქვეყნის დედაქალაქის კატმანდუს ქუჩებში ათი ათასობით ადამიანი გამოვიდა

დემონსტრაცია დღეს კატმანდუს ცენტრში მდებარე პარკის ტერიტორიაზე მოეწყო.

ნეპალის პოლიტიკურ პარტიებს თავიდან ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციის მოწყობა ჰქონდათ დაგეგმილი. მაგრამ მეფის გადაწყვეტილებიდან გამომდინარე იგი ზეიმად გადაიქცა.

დემონსტრაციის ზოგი მონაწილე მეფის სასახლესთან მიახლოებას ეცადა, მაგრამ იქ მათ პოლიციის კორდონები დახვდათ. ზოგი მონარქიული რეჟიმის დასრულებისკენაც მოუწოდებდა.

XS
SM
MD
LG