ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სიტუაცია ნაჯაფში: მორიგი სისხლიანი აფეთქება


ერაყის პოლიცის განცხადებით, ბაღდადთან ახლოს მეამბოხეები საფარიდან თავს დაესხნენ პოლიციის ავტოკოლონას. დაიღუპა სულ ცოტა 6 პოლიციელი და დაიჭრა 10.

პოლიციელები შიიტთა ქალაქ ნაჯაფიდან იყვნენ. ისინი ამერიკული სამხედრო ბაზიდან ავტოტრანსპორტის წამოსაყვანად მიდიოდნენ.

ამ ფონზე, კიდევ ერთი დამოუკიდებელი ინციდენტის შემდეგ ნაჯაფში რამდენიმე პოლიციელი დაკაირგულად ითვლება.

ერაყის ჩრდილოეთით კი ქალაქ მოსულში ტერორისტის მიერ მანქანის აფეთქებისას შვიდი პოლიციელი დაიჭრა.

ამერიკული სამხედრო ძალები გუშინ აცხადებდნენ, რომ დასავლეთ ბაღდადში გასულ თვეს განხორციელებული რეიდისას ამერიკულმა და ერაყის ძალებმა ძებნილი ტერორისტი მოჰკლეს. რაფიდ იბრაჰიმ ფატას, როგორც ცნობილია, ოსამა ბინ ლადენთან და სხვა ტერორისტებთან ჰქონდა კავშირი.

XS
SM
MD
LG