ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანელი ლიდერები ელ ბარადეის ხვდებიან


ირანმა გაეროს ატომური ენერგიის სააგენტოს ხელმძღვანელის მოწოდება უარყო ურანის განმდიდრების სამუშაოების შეწყვეტასთან დაკავშირებით.

ალი ლარიჯანმა, რომელიც ირანის მხრიდან ბირთვულ მოლაპარაკებებში მონაწილეობდა გუშინ გაეროს ატომური იარაღის სააგენტოს დირექტორ მოჰამედ ელ ბარადეისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ასეთი მოთხოვნები მნიშვნელოვანი არ არის.

ბარადეიმ თავის მხრივ აღნიშნა, რომ ირანმა კვლავ გაიმეორა აღთქმული პირობის შესახებ რომ შეეცდება იმ გაუგებრობის გარკვევას ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით.

ბარადეიმ იქვე დაამატა, რომ იგი ჯერ კიდევ უნდა დარწმუნდეს ირანის განცხადების სიმართლეში, რომლის თანახმად გამდიდრებული ურანის ბირთვულ იარაღში გამოყენება იქნება შესაძლებელი.

XS
SM
MD
LG