ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეერთებულ შტატებში ფრინველის გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნის სამუშაოები მიმდინარეობს


შეერთებულ შტატებში ფრინველის გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნის სამუშაოები მიმდინარეობს.

პრეზიდენტ ბუშის ადმინისტრაცია ამ მიზნით თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებას გეგმავს.

კერძოდ, ვაქცინის შექმნა გაცილებით უფრო სწრაფად შეიძლება ძუძუმწოვართა უჯრედების გამოყენებით, ვიდრე ძველი მეთოდით, როდესაც ფრინველის კვერცხის საშუალებით გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნას ძალზე დიდი დრო სჭირდებოდა.

ფრინველის გრიპის ვირუსის ეპიდემიის გავრცელების საშიშროებამ აიძულა ბიოტექნოლოგიური კომპანიები ვაქცინების წარმოების ახალი გზები ეძებნათ.

ამ სამუშაოებისათვის პრეზიდნეტ ბუშის ადმნისტრაციამ კონგრესს სამი მილიარდი დოლარის გამოყოფა მოსთხოვა. ვაქცინა ვირუსის მიკრობს, ე.წ. ანტიგენს შეიცავს. ადამიანის ორგანიზმში შეყვანის წინ ამ მიკრობის განეიტრალება ხდება.

XS
SM
MD
LG