ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დონალდ რამსფელდი ავღანეთში ჩადის


შეერებული შტატების თავდაცვის მინისტრი დონალდ რამსფელდი ქაბულში ავღანეთის პრეზიდენტს, ჰამიდ კარზაის შეხვდა. მოლაპარაკებები ავღანეთში განლაგებული ამერიკული ძალებისა და უშიშროების საკითხების ირგვლივ გაიმართა. ბატონმა კარზაიმ განაცხადა, რომ ავღანეთს, უშიშროების საკითხებში გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება სურს შეერთებულ შტატებთან. თუმცა, მას არ დაუკონკრეტებია ის, თუ რამდენად გულისხმობს ასეთი რამ პერმანენტული ამერიკული ბაზის დისლოცირებას ავღანეთში.

დონალდ რამსფელდი, თავისი მოულოდნელი ვიზიტისას ავღანეთშო, ამერიკელ სამხედროებს შეხვდა, რომლებიც პაკისტანის საზღვრის მონაკვეთში მსახურობენ და ქებით მოიხსენია მათი ძალისხმევა თალიბანისა და ალ ქაიდას დარჩენილ დაჯგუფებებთან ბრძოლის საქმეში, რომლებიც ჯერ კიდევ მოქმედებენ რეგიონში.

დონალდ რამსფელდი მოგვიანებით პაკისტანშიც ჩავა. ისლამაბადი ამერიკის ერთერთი მთავარი მოკავშირეა ტერორიზმთან ბრძოლის საქმეში. ამერიკის თავდაცვის მინისტრსი პაკისტანის პრეზიდენტს პერვეზ მუშარაფს და პაკისტანის სხვა სამთავრობო ოფიციალურ პირებს შეხვდება.

XS
SM
MD
LG