ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი ერაყში იმყოფება


13 აპრილს მაღალი რანგის ამერიკელი დიპლომატის ვიზიტი ერაყში ძალადობის ახალ ტალღას დაემთხვა.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე რობერტ ზოლიკი ფალუჯაში ჩავიდა. მოგვიანებით, იგი ერაყის პრეზიდენტს ჯალალ თალაბანისა და პრემიერ მინისტრს იბრაჰიმ ალ ჯაფარის შეხვდება. ამავე დროს, ქალაქ კირკუკის მახლობლად, ნაღმის გაუვნებელყოფის მცდელობისას ოთხი პოლიციელი დაიღუპა.

ბაღდადში კი სამი სხვადასხვა აფეთქების დროს სულ მცირე ოთხი ადამიანი დაშავდა. შეერთებული შტატების სამხედრო წარმომადგენლის თქმით, მეოთხე აფეთქება თავდაცვის დეპარტამენტის ავტოლკოლონის წინააღმდეგ განხორციელდა. აფეთქებაში ხუთი ერაყელი და ოთხი ამერიკელი დაიღუპა.

ალ-ჯაზირას ტელევიზიამ ეთერით გადასცა კადრები, რომლებზეც მოტაცებული ამერიკელი კონტრაქტორია აღბეჭდილი. ამერიკელი ორშაბათს გაიტაცეს ბაღდადში. გატაცებული საკუთარი სიცოცხლის გადასარჩენად, ამერიკის ხელისუფლებას გამტაცებლებთან დიალოგის გამართვისაკენ მოუწოდებს.

XS
SM
MD
LG