ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანში 19 მეამბოხე მოკლეს


პაკისტანის არმიის განცხადებით, სამხრეთ ვაზირისტანში ჩატარებული მორიგი ოპერაციის დროს 19 მეამბოხე იქნა მოკლული.

ეს ოპერაცია საჰაერო და სახმელეთო იერიშების ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს პაკისტანში თალიბების განადგურებას.

სამხედრო მეთაურების განცხადებით, პაკისტანის არმიამ სოფელი ღალაი აიღო, სადაც თალიბებმა ყველაზე ძლიერი წინააღმდეგობა გაუწიეს პაკისტანის არმიას. შეტაკების დროს 6 პაკისტანელი ჯარისკაცი დაიღუპა.

XS
SM
MD
LG