ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

8 მაისს თბილისის მერობის კანდიდატთა ტელედებატები გაიმართება


8 მაისს თბილისის მერობის კანდიდატთა ტელედებატები გაიმართება
8 მაისს თბილისის მერობის კანდიდატთა ტელედებატები გაიმართება

ხვალ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირი ეთერით თბილისის მერობის კანდიდატთა ტელედებატები გაიმართება. ეს არის პირველი ასეთი სახის ტელედებატები, რომელიც პირდაპირი ეთერით გავა. ცნობილია, რომ მასში 5 მერობის კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას. ესენი არიან: გიგი უგულავა, ზვიად ძიძიგური, გიორგი ჭანტურია, გოგი თოფაძე და სავარაუდოდ ირაკლი ალასანია. ამ თემაზე კომენტარი ჩვენმა რესპონდენტმმა პოლიტოლოგმა ბატონმა ვაჟა შუბითიძემ გააკეთა: „ პოლიტიკური დებატები პოლიტიკური კულტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც დასავლეთში დიდი ხანია არსებობს. ჩვენთვის ეს პირველი ასეთი სახის ტელედებატებია, რომელშიც პირდაპირი ეთერით მერობის კანდიდატები მიიღებენ მონაწილეობას. დებატების დროს მაყურებელი ჩვეულებრივ ყურადღებას აქცევს კანდიდატთა ვიზუალობას, მანერიზმს და ა.შ. სწორედ ტელეგადაცემაში ვიზუალური მხარეა ძალიან მნიშვნელოვანია. მაგალითად 1960 წელს კენედისა და ნიქსონის ტელედებატების დროს მაყურებელმა უპირატესობა კენედის მიანიჭა, ხოლო რადიოდებატებისას კი ნიქსონს. ასე რომ ასეთი სახის ტელედებატები გარკვეულწილად ზეგავლენას მოახდეს ქართველ ამომრჩეველზე-„ აღნიშნა ბატონმა ვაჟამ.

XS
SM
MD
LG