ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ორგანიზაცია გალაპმა მსოფლიოს მუსლიმთა გამოკითხვის შედეგები გამოაქვეყნა.


გამოკითხვის თანახმად, მსოფლიოს მუსლიმთა უმეტესობის ცხოვრებაში რელიგია დიდ როლს თამაშობს. ეგვიპტეში და საუდის არაბეთში გამოკითხულთა 98 პროცენტი, ირანში 74, ხოლო შეერთებულ შტატებში კი 68 პროცენტი, თავს თავდადებულ მუსლიმად მიიჩნევს.

გამონაკლისს მხოლოდ დიდი ბრიტანეთი წარმოადგენს, სადაც მუსლიმთა მხოლოდ 28 პროცენტი თვლის, რომ ისლამს მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში დიდი ადგილი უჭირავს.

გალაპის მუსლიმთა გამოკითხვის პროექტის ხელმძღვანელი დალია მოგაჰედი ამბობს, რომ მუსლიმებს ყველაზე ძალიან მათ სამყაროში, ექსტრემიზმის, ტერორიზმის, რადიკალიზმისა და ფანატიზმის არსებობა არ მოსწონთ.

ბუნებრივია, რომ ამერიკისა და ევროპის წინააღმდეგ განხორციელებულმა ტერაქტებმა, დასავლეთში ისლამის უარყოფითი იმიჯის შექმნას შეუწყო ხელი. ამავე დროს გალაპის გამოკითხვა მუსლიმთა შორის ანტიამერიკული განწყობის ზრდას ააშკარავებს. აი რას ამბობს ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის რელიგიური სწავლების პროფესორი ჯონ ესპოზიტო:

“ჩვენ ამას ომს ვუწოდებთ, ჩვენ ვინც კი არ უნდა ვიყოთ ამას გლობალურ ტერორიზმთან ომს ვუწოდებთ. მუსლიმანურ სამყაროში კი ეს ომი ისლამისა და მუსლიმების წინააღმდეგ მიმდინარე ომად აღიქმება. აეს ნამდვილად პრობლემას წარმოადგენს მათთვის, ვინც კონფლიქტის მოგვარებას დიპლომატიის გზით ლამობს.”

გამოკითხვის თანახმად, ამერიკელი დიპლომატებისათვის მეორე ხელიშშემშლელ ფაქტორს ის წარმოადგენს, რომ მუსლიმებს არ სჯერად იმისა, რომ ამერიკას ახლო აღმოსავლეთში დემოკრატიის დამყარება და მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება სწადია.

დალია მოგადეჰის თქმით, მუსლიმებს პირველ რიგში დასავლური ტექნოლოგიები მოსწონთ. ამას კი გამოკითხულთა მიერ დასავლური ადამიანის თავისუფლებების მოწონება მოჰყვება. ამ შემთხვევაში რადიკალებისა და ზომიერების აზრი თანხმდება.

მოგადეჰი ამბობს, რომ დემოკრატიას გამოკითხვის თანახმად რადიკალი მუსლიმებიც არ აფასებენ უარყოფითად. აქვე ჩანს, რომ მუსლიმები თავს დაჩაგრულად თვლიან და დასავლეთის მხრიდან ისლამისადმი პატივისცემის გამოხატვის დანახვა სურთ.

XS
SM
MD
LG