ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დენზე და გაზზე ტარიფები იზრდება!


ელენე ბარათაშვილი

თბილისი

როგორც ცნობილია, 1 მაისიდან საქართველოში გაიზარდა ტარიფი ბუნებრივ აირზე, სემეკ-ს დღეს დენის ტარიფის გაძვირების შესახებ განხილვები უნდა დაეწყო. ოპოზიციური პარტიები გაზზე და დენზე ტარიფების ზრდას აპროტესტებენ. კონსერვატორებმა დღეს სემეკ-ის შენობის წინ საპროტესტო აქცია გამართეს, მაგრამ სემეკ-მა სხდომა რატომღაც გადადო. გაზზე ფასის მომატება ლეიბორისტებმა გააპროტესტეს და სარჩელით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართეს, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლომ ლეიბორისტების სარჩელი წარმოებაში არ მიიღო. თბილისის საქალაქო სასამართლოს დღეს რესპუბლიკელებმა მიმართეს : ელექტროენერგიაზე ტარიფის ზრდასთან დაკავშირებით რესპუბლიკელები აღნიშნულ საქმეში დაინტერესებულ მხარედ ჩართვას და საკითხის გადაწყვეტამდე სემეკ-ის 5 მაისს დაგეგმილ სხდომის გადადებას მოითხოვენ. “რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთ წევრს, ზურაბ მარაქველიძეს გავესაუბრე. რესპუბლიკელები ელექტროენერგიაზე ტარიფის ზრდას უსაფუძვლოს უწოდებენ. არის ეს ზრდა უსაფუძვლო თუ უკანონო - “ ამერიკის ხმის” ამ კითხვაზე ზურაბ მარაქველიძე პასუხობს :

- “ უკანონოს თქმა ჯერ რთულია, გახსნილია ადმინისტრაციული წარმოება, სადაც ყველა გარემოების შესწავლა უნდა მოხდეს. სემეკ-მა გადაწყვეტილება მხოლოდ ამის შემდეგ უნდა მიიღოს. იმისათვის, რომ ეს გადაწყვეტილება ობიექტური იყოს ,მან ამ პროცესში ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობა უნდა უზრუნველყოს. - ერთ – ერთი დაინტერესებული მხარე რესპუბლიკური პარტიაა, რომელშის გაერთიანებული მოქალაქეები დენის მომხმარებლები არიან. ტარიფის ზრდა მათ მდგომარეობაზე პირდაპირ აისახება. - თუ სემეკ – მა ამ დაინტერესებული მოქალაქეების აზრი და არგუმენტები არ მოისმინა, მაშინ მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება იქნება უსაფუძვლოც და უკანონოც.”

XS
SM
MD
LG