ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანის მიმართ ახალი სანქციები მალე იქნება შემოღებული - აცხადებს ბარაკ ობამა


აშშ-ს პრეზიდენტს ბარაკ ობამას მიაჩნია, რომ გაეროს უშიშროების საბჭო ირანის მიმართ ახალ სანქციებს რამოდენიმე კვირაში შემოიღებს. თეთრ სახლში საფრანგეთის პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზისთან გამართულ ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე ობამამ აღნიშნა, რომ ჯერ კიდევ გამოსამუშავებელია ერთობლივი პოზიცია ამ საკითხზე ამერიკის პარტნიუორ სახელმწიფოთა შორის. პრეზიდენტმა სარკოზიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ირანი ვეღარ გააგრძელებს ბირთვული იარაღის შექმნის გამალებულ ძალისხმევას. მისვე თქმით ირანელი ხალხი უკეთეს ხელმძღვანელობას იმსახურებს. ამერიკისა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა ავღანეთის საკითხიც მიმოიხილეს. პრეს-კონფერენციაზე არაფერი ითქვა იმის თაობაზე სთხოვა თუ არა ობამამ სარკოზის დამატებითი სამხედრო კონტინგენტის გადაგზავნა ავღანეთში.

XS
SM
MD
LG