ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბენიამინ ნეტანიაჰუ ჯორჯ მიჩელს შეხვდა


ისრაელის პრემიერ მინისტრმა ბენიამინ ნეტანიაჰუმ და ახლოაღმოსავლეთში აშშ-ის დესპანმა ჯორჯ მიჩელმა დახურულ კარს მიღმა ჩაატარეს შეხვედრა. შეხვედრის მიზანი იყო იმ დაძაბულობის განელება, რომელიც საფრთხეს უქმნის ისრაელ-პალესტინელთა სამშვიდობო მოლაპარაკებას. ამას წინ უძღვოდა თეთრ სახლში ნეტანიაჰუსა და პრეზიდენტ ობამას მოლაპარაკება. მოლაპარაკების შემდეგ პრეს-კონფერენცია არ გაიმართა, რაც იმის ნიშანია, რომ დაძაბულობა ჯერაც არ განელებულა ისრაელის გადაწყვეტილების გარშემო, რომლის მიზანია ახალი ებრაული დასახლებების აგება იერუსალიმის აღმოსავლეთ ნაწილში.

XS
SM
MD
LG