ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვაშინგტონში ამერიკა-პაკისტანის მოლაპარაკებები გრძელდება


პაკისტანიდან ვაშინგტონში მაღალი დონის ოფიციალური დლეგაცია ჩამოვიდა, რომელშიც დიპლომატები და თავდაცვის დარგის ოფიციალური პირები არიან ჩართულნი. ოფიციალრი ისლამაბადი იმედოვნებს, რომ მის მიერ მკაცრი ზომების გატარების შედეგად ისლამისტი მეამბოხეების წინააღმდეგ იგი განსაზღვრულ დივიდენდებს მიიღებს ვაშინგტონიდან ახალი შემწეობის სახით. დელეგაციას სათავეში უდგანან პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრი შაჰ მეჰმუდ ქურეში და პაკისტანის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მეთაური აშფაქ კაიანი.

ვაშინგტონში მოლაპარაკების შემდეგ გამართულ ერთობლივ პრეს კონფერენციაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა განაცხადა, რომ მხარეებმა მიმოიხილეს მთელი რიგი საკითხებისა, რომლებშიც შედის პაკისტანის არმიის მოდერნიზების, სასოფლო -სამეურნეო პროდუქციის წარმოების და პაკისტანის ენერგეტიკული პრობლემების მოგვარების საკითხები. პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრმა შაჰ მეჰმუდ ქურეშმა განაცხადა, რომ მოლაპარაკება პარტნიორობის სულისკვეთებით არის გამსჭვალული. მისივე თქმით პაკისტანი დაამარცხებს თალიბებს და ისლამისტ ექსტრემისტებს. როგორც ქურეშმა აღნიშნა უკვე მიღწეულია შეთანხმება იმის თაობაზე, რომ აშშ-მ უმოკლეს დროში გადაისროლოს პაკისტანში მისთვის საჭირო სამხედრო აღჭურვილობა. ჰილარი კლინტონმა განაცხადა, რომ აშშ მაღალ შეფასებას აძლევს იმ ფაქტს, რომ პაკისტანმა ფართემასშტაბიანი სამხედრო ოპერაციები წამოიწყო თალიბების წინააღმდეგ და რომ აშშ გვერდი-გვერდ უდგას პაკისტანს მის ძალისხმევაში გაასუფთაოს პაკისტანი მათგან, ვინც ლამობს პაკისტანის განადგურებას.

ვუდროუ ვილსონის ცენტრში აზიის ქვეყნების პროგრამის დირექტორმა რობერთ ჰათავემ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ მხარეები მთელ რიგ საკითხებს მიმოიხილავენ ტერორიზმთან ბრძოლით დაწყებული და განათლებით დამთავრებული.

-„ მათ სურთ დროული და ფართემასშტაბიანი დახმარება მიიღონ აშშ-საგან ისეთ დარგებში, როგორიც არის ინფრასტრუქტურის განვითარება, ენერგოსექტორი, განათლება და ჯანდაცვა. მოკლედ მთელი რიგი საკითხებისა, რომლებზეც ჩვენ ვისაუბრეთ მათთან და რა სახის დახმარებაც აღვუთქვით პაკისტანელებს. რაც შეეხება თვით პაკისტანელებს ამ დარგებში ფულადი დახმარება უფრო სწრაფად უნდა მიეწოდოს ისლამაბადს.“

აშშ-მა არა ერთხელ მოუწოდა პაკისტანს უფრო აქტიურ ზომებს მიმართოს მეამბოხეების წინააღმდეგ, რომლებიც პაკისტანს ავღანეთში ნატოს ძალებზე თავდასხმების პლაცდარმად იყენებდნენ. აშშ-ს მიაჩნია, რომ დღემდე პაკისტანი არასაკმარისად ენერგიულად ატარებს ამ ზომებს მეამბოხეების წინააღმდეგ.

ექსპერტების აზრით მოსალოდნელია, რომ პაკისტანმა მოითხოვოს ავღანეთის მთავრობასა და თალიბებს შორის შესაძლო მოლაპარაკებების შესახებ საკითხის განხილვა. ამას გარდა პაკისტანი ითხოვს დროულ ფულად ანაზღაურებას იმ ხარჯებისათვის, რომელიც მან გაიღო ტერორიზმთან ბრძოლის პროცესში. მაგარამ ამ საქმეში ყველაზე საინტერესო ის არის, რომ პაკისტანი მოითხოვს შეთანხმების მიღწევას აშშ-თან მშვიდობიანი ბირთვული პროგრამის თაობაზე, რომელიც თავის დროზე აშშ-მა ინდოეთთან გააფორმა. საგულისხმოა, რომ ელექტროენერგიის პრობლემებს მართლაც აქვს ადგილი პაკისტანში და ბირთვული ელექტროსადგური ამ პრობლემების გამოსწორების შესაძლებლობას მისცემდა ისლამაბადს. როდესაც ამ საკითხზე კითხვა დაუსვეს აშშ--ის საგანგებო დესპანს რეგიონში რიჩარდ ჰოლბრუკს, მან პირდაპირი პასუხი თავიდან აიცილა და განაცცხადა:

-„ჩვენ საკმაოდ ფართე სპექტრის საკითხები უნდა განვიხილოთ და ეს ისტორიაში პირველი სტრატეგიული დიალოგია ჩვენს ქვეყნებს შორის ამ დონეზე. ასევე უნდა შეგახსენოთ, რომ ობამას ადმინისტრაციისთვისაც ეს პირველი ამგვარი შეხვედრაა. ასე რომ ჩვენ გულდასმით მოვუსმენთ იმას, თუ რაზე ისაუბრებენ პაკისტანელები.“

ახლოაღმოსავლეთის ინსტიტუტის თანამშრომელმა მარვინ ვაინბაუმმა შემდეგი მოსაზრება გამოთქვა ამ საკითხზე - მეამბოხეების წინააღმდეგ გატარებულმა წარმატებულმა ოპერაციებმა იმის საფუძველი მისცა პაკისტანს, რომ მისი მეტოქის ინდოეთის მსგავსად ვაშინგტონმა მასთანაც დასდოს ბირთვულ დარგში ხელშეკრულება.

-„პაკისტანს დიდი ხანია ეს საკითხი აწუხებს, მაგრამ მას არანაირი ბერკეტი არ გააჩნდა ამ საკითხის წამოჭრისათვის. ახლა კი როდესაც იგი თანამშრომლობს აშშ-ში იმ დონეზე, რომელსაც ადგილი არ ჰქონდა ადრე ისლამაბადი თვლის, რომ აშშ-ს შეუძლია დადოს პაკისტანთან ეს ხელშეკრულება.“

აღსანიშნავია, რომ ზოგ ანალიტიკოსს არარეალისტურად მიაჩნია ამგვარი ხელშეკრულებოის დადება პაკისტანთან იმ ფაქტის გათვალისწნებით, რომ წარსულში ადგილი ჰქონდა პაკისტანელი მეცნიერების მიერ ბირთვული იარაღის შექმნის ტექნოლოგიის სხვა ქვეყნებისადმი გადაცემას. როგორც ანალიტიკოსთა უმეტესობას მიაჩნია, იქიდან გამომდინარე, რომ სოფლის მეურნეობისა და ვაჭრობის დარგში ხელშეკრულების დადებაზე უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკება განცხადება ამის თაობაზე საკმაოდ მოკლე ხანში იქნება გაკეთებული, ისევე როგორც ერთობლივი საჯარო განცხადება, რომ აშშ-ი და პაკისტანი ერთობლივი ძალისხმევით გააგრძელებენ ექსტრემისტების წინააღმდეგ ბრძოლას.

XS
SM
MD
LG