ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნათანიაჰუ ობამას თეთრ სახლში შეხვდა


ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნათანიაჰუ და აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამ აპირველად შეხვდნენ ერთმანეთს მას შემდეგ რაც განსაზღვრულწილად დაიძაბა ურთიერთობა აშშ-სა და ისრაელს შორის თელავივის გადაწყვეტილების გამო ებრაული დასახლებები ააშენოს იერუსალიმისი აღმოსავლეთ ნაწლში. შეხვედრამ სამ საათს გასტანა. მოლაპარაკების შემდეგ მხარეებს ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებიათ.

აშშ-მ მწვავედ გააკრიტკა ისრაელის გადაწყვეტილება ებრაული დასახლებების აშენების თაობაზე. აღსანიშნავია, რომ ისრაელმა ეს განცხადება მაშინ გააკეთე, როდესაც აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ისრაელში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა. ამას ობამას ადმინისტრაციამ შეურაცხმყოფის მიყენება უწოდა.

XS
SM
MD
LG