ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კლინტონი ისრაელის გეგმებს აკრიტიკებს


აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა გაამართლა ობამას ადმინისტრაციის მიერ ისრაელის კრიტიკა იერუსალიმის აღმოსავლეთ ნაწილში ახალი ებრაული დასახლებების გეგმის ირგვლივ. ვაშინგტონში ისრაელის ლობისტთა ჯგუფის წინაშე წარმოთქმულ სიტყვაში კლინტონმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ახალი ებრაული დასახლებების შექმნის გეგმა იერუსალიმის აღმოსავლეთ ნაწილში და მდინარე ორდანეს დასავლეთ ნაპირზე ძირს უთხრის ისრაელისა და პალესტინელების სამშვიდობო მოლაპარაკებების პერსპექტივას. ამას გარდა რგორც მომხსენებელმა აღნიშნა ეს პროცესი ასუსტებს აშშ-ის პოტენციალს წამყვანი როლი ითამაშოს ამ მოლაპარაკებებში. მიუხედავად ამისა კლინტონმა კვლავაც აღნიშნა, რომ ვაშინგტონი კვლავაც მტკიცედ უჭერს მხარს ისრაელს. კლინტონმა აღნიშნა, რომ აშშ-ს არ შეუცვლია მისი პოლიტიკა ისრაელ-პალესტინელთა პრობლემის მოგვარების საქმეში, რომელიც მდგომარეობს ორი დამოუკიდებელი სახელმწიფოს არსებობაში.

XS
SM
MD
LG