ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გეითსი ნატოში ძირეული ცვლილებების გატარების აუცილებლობაზე საუბრობს


აშშ-ს თავდაცვის მდიბანმა რობერტ გეითსმა განაცხადა, რომ საჭიროა ნატოში ძირეული ცვლილებები გატარდეს, რადგანაც საფრთხე, რომელიც დღეს მსოფლიოს ემუქრება რადიკალურად განსხვავდება იმ საფრთხისაგან, რომლის წინაშეც მსოფლიო იდგა ნატოს დაარსებისას 60 წლის წინ. განცხადებაში, რომელიც გეითსმა ნატოს საკითხებისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე გააკეთა აღნიშნა, რომ ევროპის დემილიტარიზაციამ ფაქტობრივად შეზღუდა ნატოს უნარი ომები აწარმოოს, რაც განსაკუთრებით ეხება ავღანეთს. "ნატოს ევროპული წევრების დემილიტარიზაცია მეოცე საუკუნის ბოლო წლებში როგორც დადებითი ტენდენცია ისე იქნა აღქმული, მაგრამ დღეს ეს ტენდენცია დამაბრკოლებელ ფაქტორად იქცა 21 საუკუნეში უშიშროებისა და მტკიცე მშვიდობის დამყარების საქმეში"- განაცხადა გეითსმა. როგორც გეითსმა აღნიშნა, ნატოს 28 წევრმა სახელმწიფომ უნდა შეიგნოს, რომ ნატო დღეს საერთაშორისო უშიშროების მოკავშირეობას წარმოადგენს და მის ამოცანას დღეს აღარ წარმოადგენს ევროპის ტერიტორიული მთლიანობის დაცვა, როგორც ეს იყო 1949 წელს, როდესაც ნატო შეიქმნა.

XS
SM
MD
LG