ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკული ჰუმანიტარული ორგანიზაცია დახმარებას უწევს საქართველოს


ჩვენი რესპონდენტი საქართვლოში ამერიკული ჰუმანიტარული ორგანიზაციის „საერთაშორისო მართლმადიდებლური ქრისტიანული მოწყალების“ პროექტის მენეჯერი ბატონი ზაზა მაჭარაშვლი გახლავთ. ბატონმა ზაზამ ჩვენთან საუბარში ორგანიზაციის ფუნქციებზე და მის მიერ საქართველოში განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა.

-„ჩვენი ორგანიზაცია 1992 წელს დაარსდა. საქართველოში კი ამ ორგანიზაციამ ფუნქციონირება 1994 წელს დაიწყო. მოგეხსენებათ ლტოლვილების მდგომარეობა საქართველოში ამ დროისათვის როგორი იყო. ასე რომ ჩვენი საქმიანობაც სწორედ მათ დახმარებაში გამოიხატებოდა. კერძოდ ლტოლვილებს საკვები პროდუქტებით ვამარეგებდით. ეს მოიცავდა ძირითადად სამხრეთ საქართველოს. ამჟამადაც საკვები პროდუქტების მომარაგებით ვართ დაკავებულნი. მხოლოდ ახლა ომის შემდგომ პეროდში დაზარალებულთ ვეხმარებით. ჩვენ ვამარაგებთ 29 სოფელს ბუფერულ ზონებში. ამ პროექტს მსოფლიო სასურსათო პროგრამა აფინანსებს“-აღნიშნა ბატონმა ზაზამ.

XS
SM
MD
LG