ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში ნატოს სამხედრო ოპერაცია წარმატებით მიმდინარეობს


ნატოს მეთაურთა განცხადების თანახმად ავღანეთის ძალებთან ერთად მიმდინარე სამხედრო ოპარაციამ მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა თალიბთა მოძრაობას, რასაც თან მოჰყვა ჰელმანდის პროვინციაში, კერძოდ ქალაქ მარჯაში თალიბთა მიერ მათი გამაგრებული პუნქტების დაკარგვა. ავღანეთის სამხრეთში ნატოს ძალების მეთაურმა ნიკ კარტერმა საგანგებოდ გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა,რომ დაბა მარჯას ორი მესამედი უკვე გაწმინდეს თალიბებისაგან და ამჟამად წინააღმდეგობის მხოლოდ იზოლირებული კერებიღაა დარჩენილი. მისივე თქმით კიდევ რამოდენიმე დღეა საჭირო, რათ ნატომ მთლიანი კონტროლი მოიპოვს მარჯაში. როგორც კარტერმა აღნიშნა, გზის პირას ჩადებულმა ნაღმებმა და მოწნააღმდეგის სნაიპერებმა განსაზღვრულწილად დააყოვნა მოკავშირეთა 15 000-იანი სამხედრო ძალის მოქმედება.

XS
SM
MD
LG