ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ახალი სამუშაო ადგილების შექმნის ინციატივა


ჩვეულებრივი ეკონომიკური დაღმასვლა სიტუაციის გამოსწორებისათვისამა თუ იმ სახელმწიფოსაგან ხარჯების გაზრდას მოითხოვს, რათა მოხდეს ეკონომიკური ზრდის სტიმულირება და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, მანამ სანამ კერძო სექტორი ისევ დაიწყებს ზრდას. სწორედ ეს სქემა აირჩია ბარაკ ობამას ადმინისტრაციამ, რათა შეეჩერებინა მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ხანაში ალბათ ყველაზე ღრმა და ხანგრძლივი ეკონომიკური რეცესია. გასულ წელს ობამამ წამოაყენა ინიცატივა გამოეყოთ 787 მილიარდი დოლარის ოდენობის ეონომიკური სტიმულის პაკეტი. დღეს ისმის კითხვა - ახლა, როდესაც ამერკის ეკონომიკაში ფიქსირდება პოზიტიური ზრდა საჭიროა კი ამერიკის მთავრობის ჩარევა ეკონომიკაში? თეთრ სახლში კონგრესის დემოკრატთა და რესპუბლიკელთა ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ ობამამ კერძოდ განაცხადა: -„დღეს დღეობით ჩვენი ეკონომიკა ფეხზე დგება. უზარმაზარ წინსვლას აქვს ადგილი პროდუქტიულობაში. ეს რა საკვირველია დადებითი მოვლენაა ჩვენს ეკონომიკაში. რაც შეეხება უარყოფით ფაქტებს, აქ უნდა ითქვას, რომ კერძო კომპანიებმა ჯერაც ვერ გადადგეს ის საბოლოო ნაბიჯი, რომელიც საჭიროა ამ სექტორში დასაქმებულთა ისევ მთლიან საშტატო ერთეულზე გადაყვანა. „ ამ განცხადებიდან სულ მოკლე ხანში ეკონომიკის დარგში პრეზიდენტის მრჩეველმა ლორენს სამერსმა განცხადება გააკეთა, რომლის თანახმად მთავრობის ინიციატივა სამუშაო ადგილების შექმნაზე კვლავაც უნდა გატარდეს ცხოვრებაში. ახალი სამუშაო ადგილების შექმნის საქმეში ერთადერთი იდეა, რომელიც ორივე პარტიისაგან სრგებლობს მხარდაჭერით მცირე კომპანიებისათვის საგადასახადო დარგში ინიციატივებია, რომლის მიზანია ხელფასების გაზრდა. მეორეს მხრივ საზოგადოებრივი პროექტებია ამერიკის ინფრასტრუქტურის გაზრდაზე, რომელსაც მხარს უჭერენ დემოკრატები მკვეთრად უარყოფთ შეფასებას იმსახურებს რესპუბლიკელებისაგან. ისინი ამტკიცებენ, რომ ობამას ადმინისტრაციის ძალისხმევა სტიმულირება მოუხდინოს ეკონომიკას სინამდვილეში კიდევ უფრო ზრდის ისედაც გიგანტურ სახელმწიფო ვალს და თანაც ეს ხდება იმ ფონზე, რომ არ მცირდება უმუშევრობის დონე, რომელიც დღეს 9.7 პროცენტს შეადგენს. თეთრ სახლში გამართული შეხვედრის შემდეგ წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელთა უმცირესობის ლიდერმა ჯონ ბენერმა განცხადება გააკეთა სახელმწიფო ხარჯების დაუყოვნებლივ შემცირებაზე, რათა როგორმე შეაჩერონ ფედერალური ბიუჯეტის დეფიციტის ზრდა.


-„მე დაჟინებით მოვუწოდე პრეზიდენტს, რომ თუ იგი მართლაც სერიოზულად არის განწყობილი სამთავრობო ხარჯების შემცირებაზე, მან პრაქტიკული ნაბიჯები უნდა გადადგას ამ მიმართულებით. დაე, თვით კონგრესის წევრებმა კენჭის ყრით გამოხატონ თავისი დამოკიდებულება ამ საკითხისადმი.“ პრეზიდენტი ობამა თავის მხრივ აცხადებს, რომ სულაც არ არის წინააღმდეგი ამ პოლიტიკისა, მაგრამ სამთავრობო ხარჯები მხოლოდ მას შემდეგ უნდა შემცირდეს, რაც ქვეყნის ეკონომიკა მთლიანად დადგება ფეხზე და უმუშევრობა კლებას იწყებს. საგულისხმოა, რომ თვით რესპუბლკელებს გააჩნიათ საკუთარი იდეები სამუშაო ადგილების შექმნის სტიმულირებაზე. თვით პრეზიდენტმა ობამამ პოზიტიურად შეაფასა ეს გასულ თვეს ქვეყნის მდგომარეობის შესახებ მის მოხსენებაში. მიუხედავად იმისა, რომ ობამას ადმინისტრაცია განსაზღვრლი ოპტიმიზმით აღიქვავს ამერიკის ეკონომიკის მომავალს იგი იძულებულია აღიაროს, რომ ამერიკაში უმუშევრობის დონე 9 პროცენტზე მაღლა დარჩება მომავალ წელსაც. შედარებისთვის უნდა ითქვას, რომ 2007 წელს ამერიკაში უმუშევრობის დონე 5 პროცენტსაც კი არ აღწევდა. გასულ წელს კი ფედერალური დეფიციტი ერთ ტრილიონ დოლარზე მეტი იყო. ამ დარგში მომავალი წლისათვის არავინ აკეთებს ოპტიმისტურ პროგნოზს.


XS
SM
MD
LG