ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ და საფრანგეთი ახალ სანქციებს მოითხოვენ ირანის მიმართ


საკმაოდ მწვავე საერთაშორისო რეაქცია მოჰყვა ირანის განცხადებას,რომ იგი აპირებს ურანის გამდიდრების პროცესის დაჩქარებას. პარიზში აშშ-ს თავდაცვის მდივანმა რობერტ გეითსმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ განაცხადეს, რომ ისინი მოითხოვენ ახალი სანქციების დადგენას ირანის მიმართ. რუსეთის დუმაში საერთაშორისო საქმეების კომიტეტის თავმჯდომარემ კონსტანტინე კოსაჩევმა განაცხადა, რომ საერთაშორისო საზოგადოებრიობამ სერიოზული ზომებით უნდა უპასუხოს ირანის ამ განცხადებას.

XS
SM
MD
LG