ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანის სასამართლომ სამი წელი მიუსაჯა შვედეთის ორ მოქალაქეს


ირანის სასამართლომ სამი წელი მიუსაჯა შვედეთის ორ მოქალაქეს, რომლებიც ამ ქვეყნის სამხედრო ობიექტებს ფოტოებს უღებდნენ.

ირანის იუსტიციის მინისტრმა დაადასტურა ეს ფაქტი, თუმცა დეტალები არ გაუხმაურებია.

შვედები კუნძულ ქეშმზე არსებულ სამხედრო ბაზებსა და სატელეკომუნიკაციო ობიექტებს ზვერავდნენ.

შვედები, რომლებიც საპორტო ქალაქ ბანდარ აბასში გაასამართლეს, ერთ-ერთ სამშენებლო ფირმაში მუშაობდნენ.

XS
SM
MD
LG