ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის ბიზნესწრეები ამომწურავი საიმიგრაციო რეფორმებისაკენ მოუწოდებენ.


ზაქარია კიკნაძე.

ზოგი კომპანია შიშობს, რომ თუ კონგრესმა დაამტკიცა მკაცრი კანონი არალეგალ იმიგრანტთა მიმართ, ეს თავად მათი ბიზნესის არსებობას შეუქმნის საშიშროებას. კანონის მიხედვით დამქირავებელს არალეგალის სამსახურში აყვანის უფლება არ აქვს. მაგრამ ამის გამორკვევა ზოგჯერ საკმაოდ რთულია. ბევრი კომპანია კი ძირითადად არალეგალური იმიგრანტების შრომაზეა დამოკიდებული.

აი რა გვითხრა ამერიკის სასტუმროთა ასოციაციის წარმომადგენელმა შაუნ მაკბარნმა “ჩვენი წევრები საკმაოდ განაწყენებულები არიან. ისინი წლების მანძილზე მუშახელის ნაკლებობას განიცდიდნენ. ისინი ამერიკელების დაქირავებას ცდილობდნენ, მაგრამ ვერ პოულობდნენ მათ. ჩვენს შორის ისეთებიც არიან, რომლებმაც სამუშაოზე აყვანის 200-სამდე განცხადება გამოაქვეყნეს და მხოლოდ 2-რი გამოხმაურება მიიღეს. ბიზნესები საშუალო მინიმუმზე ბევრად მაღალ ხეფასს იხდიან და ნორმალურ შეღავათებსაც იძლევიან, მაგრამ მაინც ვერავის პოულობენ.” ციტატის დასასრული.

ჯულიან ჰირონი შეერთებული შტატების დასავლეთში სოფლის მეურნეების ინტერესებს იცავს. ეს ის ინდუსტრიაა, რომლის არსებობაც ძირითადად უცხოელ მუშახელზეა დამოკიდებული. მისი თქმით სოფლის მეურნეობაზე ჯერ კიდევ 2001-რთი წლის 11-ტი სექტემბრის ტერაქტს მოყოლილმა საზღვრების დაცვის გაძლიერებამ იმოქმედა.

2004-ხი წლის ზამთარში საზრვარზე უამრავი სეზონური მუშახელი შეაჩერეს. ზოგ ავტობუს სამ-სამჯერაც კი ამოწმებდნენ. ამან კი მხოლოდ არიზონის ერთი დასახლების იუმას ფერმერებს მილიონობით დოლარი დააკარგვინა. ამბობს ჯულიან ჰირონი.

ყველამ, ყანებში მომუშავეებმა, საბარგო მანქანების მძღოლებმა და სხვებმა ხელფასი დაკარგეს. იუმაში ყოველწლიურად 50-ათი ათასი თავი სალათა მოჰყავთ. საერთო დანაკარგი 590-ათ მილიონ დოლარს შეადგენს. ამატებს იგი.

ბიზნესის ექსპერტები ამბობენ, რომ პრობლემა მხოლოდ შემოსავლების დაკარგვით როდი შემოიფარგლება. მათი თქმით, ახალი კანონი დამქირავებელს დაქირავებულის ყველა დოკუმენტის შემოწმებას ავალდებულებს.

დოკუმენტთა ერთი ნაწილი, იმ შემთხვევაში თუ პირველადი შემოწმებისას სიყალბის ნიშნები არ დაფიქსირდება კანონიერად მიიღება.

ბატონი ჰირონის თქმით, დამქირავებლებს არამართებულად სდებენ ბრალს იმაში თითქოს მათ იციან დაქირავებულების არალეგალური სტატუსის შესახებ.

დამქირავებელთა წინააღმდეგ დამსჯელი ზომების მიღების თაობაზე ბევრს ბჭობენ. კონგრესი ეცადა, რომ იმის განსაზრვრის პასუხისმგებლობა, თუ ვინაა ლეგალური და ვინ არალეგალური იმიგრანტი დამქირავებლისთვის დაეკისრებინა. ეს არაა ურიგო, ამის რეალურად განხორციელება, რომ შეიძლებოდეს. მაგრამ სადღეისოდ ამის გაკეთება პრაქტიკულად შეუძლებელია. ამბობს შაუნ მაკბარნი.

გამოსავალი კი ისაა, რომ კონგრესს დამქირავებელთა დაჯარიმებაზე უარი ათქმევინონ. მაგრამ წელს, იმის გამო რომ არჩევნები ტარდება კონგრესში, ამის განხორციელება საკმაოდ ძნელი იქნება.

XS
SM
MD
LG