ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანი მზად არის ურანის უცხოეთში გასამდიდრებლად


ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჟადმა ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ეთერში განაცხადა, რომ ოფიციალური თეირანი მზად არის ურანის უცხოეთში გასაგზავნად, რათა იგი 20%-მდე გაამდდრონ და ისევ ირანს გადაუგზავნონ. ამ განცხადებაზე რეაქცის სახით თეთრმა სახლმა ირანს მოუწოდა მისი მზადყოფნის შესახებ ატომური ენერგიის საერთაშორისო სამმართველოს აცნობოს. თეთრი სახლის რწმუნებულმა მაიკ ჰამერმა განაცხადა, რომ აშშ-მ თავის დროზე ირანს მისაღები ინიციატივით მიმართა ამ დარგში. ინიციატივის თანახმად, რომელსაც გაერო უჭერს მხარს ირანმა მისი ნაკლებად გამდიდრებული ურანის 70% სადფრანგეთსა და რუსეთს უნდა გადაუგზავნოს, რათა მოგვიანებით მათგან მიიღოს თეირანის საკვლევი რეაქტორის ბირთვული საწვავი. შეგახსენებთ, რომ თავიდან ირანი თავს იკავებდა ამ გარიგებაში ჩართვისაგან, რადგანაც შიშობდა, რომ უცხოეთში გამდიდრების შემდეგ მას ურანს მთლიანად არ დაუბრუნებდნენ. მაქსიმალურად გამდიდრებული ურანი შესაძლებელია გამოყენებულ იქნას ბირთვულ რეაქტორებში, ისევე როგორც ატომური იარაჭის შექმნისათვის.

XS
SM
MD
LG