ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამა ქვეყნის მდგომარეობის შესახებ მიმართვას აკეთებს


პრეზ ბარაკ ობამამ ქვეყნის მდგომარეობის შესახებ მის პირველ გამოსვლაში კონგრესს მოუწოდა კონკრეტული ნაბიჯები გადადგას ისეთ საკითხებში, როგორიც არის ჯანდაცვის სისტემა და ეკონომიკა. ობამამ წარმომადგენელთა პალატისა და სენატის ერთობლივ სხდომას მოუწოდა ძალისხმევა მიმართოს, რათა ბიძგი მიეცეს ქვეყნის ეკონომიკის ზრდას და იმ პრობლემების გადაწყვეტას შეუდგნენ, რომლებიც წლების განმავლობაში ამერიკელების შეშფოთების საგანია.

მისივე თქმით იგი კვლავაც განაგრძობს ბრძოლას ამერიკის ჯანდაცვის სისტემია ძირეული გარდაქმნისათვის და აღნიშნა, რომ თუ კონგრესი ჩააგდებს მის ინიციატივას ამ დარგში ჯანდაცვის დაზღვევის საფასური კვლავაც აიწევს, რაც თავის თავად აშშ-ს დეფიციტის ზრდაზეც მოახდენს გავლენას. მის მოხსენებაში ობამამ აღიარა, რომ ამერიკას სერიოზული პრობლემები ემუქრება და რომ მისი განსაზღვრული გადაწყვეტილებები პოპულარობით არ სარგებლობს. უმუშევრობის დონემ აშშ-ში 10% მიაღწია, ბიუჯეტის დეფიციტი ტრილიონობით დოლარს აღწევს, ხოლო თვით ობამას რეიტინგი შემცირდა.

XS
SM
MD
LG