ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ენგურის ხიდი კვლავ ჩაიკეტა


საზღვრის გასწვრივ ახალ სტრატეგიულ ადგილებზე საგუშაგოებისა და საცეცხლე წერტილების განთავსება დაიწყო. ამ თემაზე ჩვენი რესპონდენტი პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი ბატონი ვაჟა შუბითიძე საუბრობს. მისი აზრით ეს რუსეთის მიზანია ამჯერად მართვადი ქაოსის შექმნა საქართველოს საზღვრების გასწვრივ და საქარტველოს ხელისუფლების უსუსურობის დადასტურება მთელი მსოფლიოს თვალში. –„ეს არი ნიშნავს იმას, რომ იქნება პირდაპირი შეიარაღებული თავდასხმა საქარტველოზე, თუმც არ უნდა გამოვრიცხოთ მუქარები, ზეწოლები და პროვოკაციები რუსეთის მხრიდან. დასავლეთის მოგეხსენებათ გარკვეულად ორმაგ თამაშს თამაშობს. მათ თვალი დახუჭეს რუსეთის არაერთ ქმედებაზე, ხოლო ამერიკას რაც შეეხება მას საკუთარი არაერთი პრობლემა გააჩნია ავღანეთისა და ერაყის სახით. სწორედ ამით სარგებლობს რუსეთი. რუსებმა ბოლომდე არ გადაკეტეს ევრაზიული დერეფანი, მოვიდნენ ახალგორამდე და როგორც სჩანს მისცეს შანსი ჩვენს ხელისუფლებას რომ დაფიქრდნენ იმაზე თუ რა ჯობია -ამერიკასთან და ნატოსთან „უტოპიური მოლოდინის პოლიტიკა“ თუ რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესება.

XS
SM
MD
LG