ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ექსპერტები იწონებენ ობამას ძალისხმევას


უშიშროების დარგში ექსპერტების ერთ ნაწილს მიაჩნია, რომ მაღალი შეფასება უნდა მიეცეს ობამას მიდგომას ტერორიზმის პრობლემის მოგვარებაზე, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ იგი ცდილობს მუსლიმთა გულის მოგებას. თუმც ამის პარალელურად ობამა ყველა ღონეს მიმართავს, რათა თავიდან იქნას აცილებული ტერორისტული თავდასხმები. ამავე ექსპერტების აზრით უშიშროების დარგში სუსტი მხარეების გამოსწორება მანამდე უნდა მოხდეს, სანამ ამ მხარეების გამოვლენა ტერაქტების შედეგად მოხდება.

-„ მაშინ როდესაც ვნებათა ღელვა და პოლიტიკა ხშირად ხელს გვიშლის ჩვენი ძალისხმევის მიზნის ნათლად დანახვაში ერთი რამ ხაზგასმით უნდა ითქვას - დღეს ჩვენ საომარ მდგომარეობაში ვიმყოფებით „ - განაცხადა პრეზიდენტმა ობამამ.

უშიშროების დარგში ზოგ ექსპერტს მიაჩნია, რომ პრეზიდენტი ობამა განზრახ არიდებს თავს პარალელების გავლებას ტერორიზმთან ომსა და ჩვეულებრივ ომს შორის. თუმც აღსანიშნავია, რომ მან კონკრეტულ ზომებს მიმართა, რათა აღიკვეთოს ტერორისტული საფრთხე ამერიკისადმი.

ჩვენთან საუბარში ასპენის ინსტიტუტის თანამშრომელმა კლარკ ირვინმა შემდეგი მოსაზრება გამოჱთქვა:

-„ ბევრი ვერ ხვდება იმას, რომ პრეზიდენტმა ობამამ გააფართოვა მისი ძალისხმევა, რათა ავრანეთში და პაკისტანში ბოლო მოუღონ ალყაიდას თარეშს. გაფართოვდა უპილოტო თვითმფრინავებით დარტყმები მათ ბაზებზე. ობამამ ამის პარალელურად გაზარდა ამერიკელ სამხედროთა რცხვი ავღანეთში.“

როგორც ირვინი ამტკიცებს ობამა ამ ბრძოლაში იმ ხერხს მიმართავს, რომლისთვისაც არ მიუმართავთ სხვა ადმინისტრაციებს - კონკრეტულად ამერიკაში და მთელს მსოფლიოში მუსლიმთა გულის მოგებას.

ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი დიკ ჩეინი ამტკიცებს, რომ ობამა ისე იქცევა თითქოს სინამდვილეში ომს არა აქვს ადგილი ტერორისტული ორგანიზაციების წინააღმდეგ. ამაზე პრინსტონის უნივერსიტეტის თანამშრომელი ჯეიკობ შაპირო აცხადებს, რომ სიტყვა ომი სწორედ ტერორისტულ ჯგუფებს აძლევს ხელს მათ ტერორისტულ საქმიანობაში.

-„ეს სიტყვა კარგად ჯდება იმ საერთო სურათში, რომელსაც ეს ტერორისტული ორგანიზეციები უხატავენ ადგილობრივ მოსახლეობას, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ ბრძოლაა საჭირო სუპერ-სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომელიც მათ საზოგადოებას ებრძვის. ამას გარდა ეს მათ წისქვილზე ასხავს წყალს, რათა კიდევ უფრო დიდი შიში და დაძაბულობა დათესონ ჩვენს საზოგადოებაში “- აღნიშნა ჯეიკობ შაპირომ.

ჩვენთან საუბარში ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის პროფესორმა პოლ პილარმა აღნნიშნა, რომ თუ ობამას ძალისხმევა არ არის ომი, მაშინ ობამას ადმინისტრაციამ ზუსტად და კონკრეტულად უნდა ჩამოაყალიბოს ის, თუ რას წარმოადგენს ეს ბრძოლა. მისივე აზრით საჯაროდ დებატები უნდა მოეწყოს იმის თაობაზე, თუ რისი დათმობისთვის არიან მზად ამერიკელები ამ ბრძოლაში ტერორზმის წოინააღმდეგ. მისი თქმით:

-„ეს შეიძლება იყოს პირადი ცხოვრების ხელშეუვალობა, პირადი თავისუფლება, მოგზაურობა, უზარმაზარი თანხები, ან სულაც სისხლი და ხარჯები, რომელსაც ბუნებრივია მოითხოვს სამხედრო ოპერაციები ავღანეთში და საერთოდ უცხოეთში.“

სამოქალაქო თავისუფლების ამერიკული კავშირის თანამშრომელს მაიკლ ჯერმანს მიაჩნია, რომ ამერიკის საზოგადოებას ბოლომდე არა აქვს გათვითცნობიერებული ის, თუ რა დევს სასწორზე ომში ტერორიზმის წინააღმდეგ. მისი აზრით ობამას ადმინისტრაციამ ეს საკითხი დაუყოვნებლივ უნდა განუმარტოს საზოგადოებას .

როგორც ჯერმანმა თქვა მაღალი შეფასება უნდა მიეცეს იმ ფაქტს, რომ ობამას ადმინისტრაცია იბრძვის რა ტერორიზმის წინააღმდეგ ხელს არ იღებს ამერიკულ ფასეულობებზე. იმ პოლიტიკაში, რომელსაც ატარებს დღეს ობამა აშკარად გამოსჭვივის ამერიკული ფასეულობები. კერძოდ, გამჭირვალობა, კანონმორჩილება და შემწყნარებლობა. სწორედ ამ პრონციპებისადმი ერთგულება მოგვცემს ძალებს, რათა დავამარცხოთ ტერორიზმი.

უშიშროების დარგში ექსპერტები ეთანხმებიან ერთმანეთს იმაში, რომ რაც არ უნდა მოიმოქმედოს ობამას ადმინისტრაციამ უშიშროების ას პროცენტიანი გარანტიის მიღწევა შეუძლებელია. თუმც მათოივე აზრით ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ობამას ადმინისტრაციამ არ უნდა იღვაწოს სწორედ ამ მიზნის მიღწევისათვის.

XS
SM
MD
LG