ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამას რეაქცია ბრაუნის გამარჯვებაზე


აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ რესპუბლიკელ სენატორებს მოუწოდა თავი შეიკავონ ჯანდაცვის რეფორმის ობამ ისაეული პროექტის განხილვისაგანა, სანამ ფიცს არ დასდებს რესპუბლიკელი სენატორი მასაჩუსეთსიდან სკოტ ბრაუნი. ეიბისის ტელექსელისადმი მიცემულ ინტერვიუში ობამამ ხაზგასმით მოუწოდა დემოკრატ სენატორებს თავი შეიკავონ ამ პროექტის განხილვისაგან, სანამ სენატორი ბრაუნი თავის მოვალეობების შესრულებას არ შეუდგება. აღსანიშნავია, რომ ბრაუნი ობამას რეფორმის წინააღმდეგ გამოდის. იგი 41-ე რესპუბლიკელია სენატში, რომელშიც 100 ადგილია. აქედან გამომდინარე უმცირესობაში მყოფ რესპუბლიკელებს ამიერიდან შესაძლებლობა ეძლევათ ობამას ინიციატივის მიღების პროცესის გაწელვა ან სულაც ჩაგდება.

XS
SM
MD
LG