ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოსკოვში ადამიანის უფლებების 24 დამცველი დააპატიმრეს


მოსკოვში ადამიანის უფლებების დამცველებმა კრემლის შორიახლოს გასულ წელს მოკლული ჟურნალისტისა და იურისტის ხსოვნას მიაგეს პატივი. აქტივისტებმა ყვავილების თაიგულებით შეამკეს ის ადგილი, სადაც გასული წლის 19 იანვარს მოჰკლეს იურისტი სტანისლავ მარკელოვი და ჟურნალისტი ანასტასია ბაბუროვა. მარკელოვი იყო მოზარდი ჩეჩენი გოგონას ოჯახის ადვოკატი, რომელიც 2000 წელს რუსმა პოლკოვნიკმა მოჰკლა. პოლიციამ აქციაში მონაწილე 24 აქტივისტი მაშინ დააპატიმრა, როდესაც მოპროტესტეები აპირებდნენ აქციის ქალაქის სხვა უბანში გაგრძელებას.

XS
SM
MD
LG