ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველო-უკრაინის მომავალი ურთიერთობები


ამ თემაზე დღეს ჩვენმა რესპონდენტმა, პოლიტოლოგმა ნიკა ჩიტიძემ ისაუბრა. ბატონი ნიკას აზრით 7 თებერვალს უკრაინაში დანიშნულხელახალ საპრეზიდენტო არჩევნებში უპირატესობა იულია ტიმოშენკოს გააჩნია, რათა არ არის გამორიცხული, რომ მეორე ტურში რამოდენიმე ყოფილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა მოუწოდოს თავიანთ ამომრჩევლებს ხმა სწორედ იულია ტიმოშენკოს მისცენ . მისი აზრით ტიმოშენკოს გამარჯვება მნიშვნელოვანია უკრაინა-საქართველოს ურთიერთობის შესანარჩუნებლად. ბატონმა ნიკამ მეორეს მხრივ ისაუბრა პრეზიდენტობის მეორე კანდიდატის ვიქტორ იანუკოვიჩის აღნიშნა: - „ იანუკოვიჩის შესაძლო გამარჯვების შემთხვევაში არ არის გამორცხული უკრაინა-საქართველოს შორის ურთიერთობის გაცივება. შესაძლოა ასევე შეიქმნას გარკვეული პრობლემები სუამის მომავალთან დაკავშირებით და უკრაინულ ბაზარზე ქართულ პროდუქციასაც შესაძლოა შეექმნას პრობლემები, როგორიცაა საბაჟო ტარიფების გაზრდა, რათა ამით უკრაინამ რუსეთის გული მოიგოს. აქვე მინდა ავღნიშნო, რომ არსებობს მოარული ხმები იმის თაობაზეც, რომ თუ იანუკოვიჩი გახდება უკრაინის პრეზიდენტი, უკრაინა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას აღიარებს. ჩემის აზრით ეს არ მოხდება. მარტივი მიზეზის გამო - ეს არის ის, რომ უკრაინას თავად გააჩნია პრობლემა ყირმის სახით. თუმც, არ არის გამორიცხული, რომ პრეზიდენტთან დაახლოებულმა უკრაინელმა ბიზნესმენებმა გარკვეული ინვესტიციები ჩადონ და მოლაპარაკებები აწარმოონ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან. ასე რომ, იანუკოვიჩის გამარჯვება მაინც ნეგატიურად იმოქმედებსსაქართველო-უკრაინის ურთიერთობაზე.“

XS
SM
MD
LG