ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი მოლაპარაკების განახლებას მოელის


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მიმდინარე თვეს მოსკოვი მოელის ვაშინგტონთან მოლაპარაკების განახლებას სტრატეგიული შეიარაღების შემცირების ახალი პაქტის ირგვლივ. შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ პუტინმა დეკემბერში განაცხადა, რომ ახალი პაქტის დადებას ხელს უშლის ვაშინგტონის გეგმა რაკეტსაწინაღო სისტემა განალაგოს ევროპაში. ამაზე ვაშინგტონი პასუხობს, რომ რაკეტსაწინაღო სისტემასა და თავდასხმითი შეიარაღების თაობაზე ცალკე მოლაპარაკებები უნდა ჩატარდეს.

XS
SM
MD
LG